კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

“სამართლიანი არჩევენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” შეფასებით, საარჩევნო გარემო უფრო მეტად დამძიმებულია

15 ივნისი, 2012

“სამართლიანი არჩევენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”  შეფასებით, წინა თვესთან შედარებით, საარჩევნო გარემო უფრო მეტად დამძიმებულია. ასეთია წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, ორგანიზაციის შეფასება, რასთან დაკავშირებითაც სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოებამ დღეს მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

როგორც ანგარიშის პრეზენტაციაზე ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, საანგარიშო პერიოდში, რომელიც 4 მაისიდან 4 ივნისამდე დროს მოიცავდა, გაცილებით მეტი ხარვეზისა და დარღვევის ფაქტი დაფიქსირდა, ვიდრე წინა თვის მონიტორინგის პერიოდში.

“სამართლიანი არჩევნების დაკვირვებით მონიტორინგის პერიოდში დაფიქსირდა სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების 10, მუქარის და ზეწოლის - 9, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების – 2, ჟურნალისტების საქმიანობისთვის ხელისშეშლის - 4, სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობის ხელისშეშლის – 2 და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 6 შემთხვევა,” - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ანგარიში ასევე მოიცავს ინფორმაციას კონტროლის პალატის საქმიანობის თაობაზე, ასევე მონაცემებს პოლიტიკური პარტიების მიერ განხორციელებული საჯარო შეხვედრებისა და მოქალაქეთათვის პარტიების მიერ მიცემული დაპირებების თაობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე "სამართლიანი არჩევენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" მიიჩნევს, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის უფრო მეტად აქტიური ნაბიჯებია გადასადგმელი, მათ შორის კონკრეტულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის სახითაც. ანგარიშის პერიოდში დაფიქსირებული დარღვევებიდან გამომდინარე ორგანიზაცია უწყებათაშორის კომისიასაც მიმართავს რეკომენდაციით და ურჩევს რომ უფრო აქტიურნი გახდნენ.
 
მეორე შუალედური ანგარიში მოიცავს პერიოდს, 2012 წლის 4 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით, აგრეთვე მოვლენებს რომელთა განვითარება 4 მაისამდე დაიწყო, მაგრამ მონიტორინგის პერიოდში მიმდინარეობდა. ორგანიზიაცია აგრძელებს წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს და ივნისის თვის ანგარიშს ივლისის შუა რიცხვებში გამოაქვეყნებს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები