კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხონის საავადმყოფოში მშობიარეს გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული

15 ივნისი, 2012

ხონის საავადმყოფოში საკეისრო კვეთისას 27 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი მოუწესრიგებელი სადაზღვევო სისტემა გახდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალბატონი სამტრედიაში ცხოვრობდა და მას "აი სი ჯგუფი"-ს დაზღვევა ჰქონდა, თუმცა იმის გამო, რომ სამტრედიაში არსებულ საავადმყოფოში “აი სი ჯგუფი”-ს დაზღვევა არ მოქმედებს, იგი ქუთაისში წაიყვანეს. ქუთაისიდან კი, გაურკვეველი მიზეზების გამო, ხონის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც “აი სი ჯგუფი”-ს დაზღვევა მოქმედებს. ქუთაისიდან ქალბატონს მეან-გინეკოლოგი გამოაყოლეს, თუმცა ხონში ჩასვლისას გაირკვა, რომ ამ საავადმყოფოში არ იყო ანესთეზიოლოგი და მისი ჩამოყვანა მარტვილიდან გადაწყვიტეს. სანამ მარტვილიდან ანესთეზიოლოგი ხონში ჩამოვიდოდა, 27 წლის ქალბატონი დაიღუპა. ექიმებმა მხოლოდ ბავშვის გადარჩენა შეძლეს.

 “ინტერპრესნიუსს” ესაუბრა ხონის მაჟორიტარ დეპუტატს, დავით ჭავჭანიძეს რომლის განცხადებით,  გარდაცვლილს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა და დასკვნის დადების შემდეგ შესაძლებელი იქნება დეტალებზე საუბარი.

დეპუტატის განცხადებით, ხონის საავადმყოფოს მედპერსონალი -  ექთნები და ექიმი, რომელიც ოპერაციას ატარებდა,  პოლიციის განყოფილებში არიან გადაყვანილები.

"აი სი ჯგუფის" სამედიცინო დაზღვევის მიმართულების გაყიდვების დირექტორმა, თამუნა ცქიტიშვილმა განაცხადა რომ გარდაცვლილ ელისო ახვლედიანს სადაზღვეო კომპანიის მომსახურების შესახებ დასტური შეუფერხებლად მიეცა.

მისივე თქმით, ელისო ახვლედიანი დაზღვეული იყო ონის რაიონში, თუმცა, სავარაუდოდ იმ მოტივით, რომ მისი მშობელი ხონში ცხოვრობს, თავისი სურვილით ხონის რაიონის კლინიკას მიმართა.

საკეისრო კვეთის გეგმური მოთხოვნისთანავე, როგორც ცქიტიშვილი აცხადებს სადაზღვეო კომპანიისგან გაიცა ნებართვა, რომ სამედიცინო მომსახურება სრულიად უფასოდ, გეგმის მიხედვით გაწეულიყო.

რაც შეეხება შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, როგორც „აი სი ჯგუფში“ აცხადებენ, მათ იციან მხოლოდ ის, რომ სამედიცინო მომსახურების პროცესში სიტუაცია გართულდა და 27 წლის მშობიარე ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ბავშვი კი, ქუთაისის დედათა და ბავშვთა კლინიკაშია და რეანიმაციულ განყოფილებაში გადის მკურნალობას.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები