კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სააღსრულებო ბიურომ „ქართული ოცნების“ ახმეტის შტაბის უფროსის სახლი დააყადაღა

15 ივნისი, 2012

სააღსრულებო ბიურომ „ქართული ოცნების“ ახმეტის შტაბის უფროსის ზაქარია ქინქლაძის საცხოვრებელი სახლი დააყადაღა. ზაქარია ქინქლაძის თქმით, შპს–ს რომლის დირექტორიც ის იყო „საქართველოს ბანკისგან“ აღებული ჰქონდა სესხი 35 ათასი დოლარის ოდენობით, რომლის დაფარვაც პოლიტიკური აქტიურობის გამო შექმნილი პრობლემების შემდეგ ვეღარ შეძლო.

„გასული წლის 29 ოქტომბერს, ანუ მას შემდეგ რაც ჩემი პოლიტიკური აქტიურობის გამო სამსახურიდან გაუშვეს ჩემი შვილი, მე შემიწყვიტეს საიჯარო ხელშეკრულება და მაღაზიიდან ნივთები გარეთ გადმომიყარეს, სასამართლომ ჩაატარა სხდომა და დააკმაყოფილა „საქართველოს ბანკის“ სარჩელი. დამაკისრეს 107 ათასის გადახდა, ეს მოიცავს სესხს, ჯარიმებს, საურავს და ა.შ. მოსამართლე მჭედლიშვილს ვთხოვე, ვიდრე გადაწყვეტილებას გამოიტანდა, ერთი კვირა დრო მომეცი, იქნებ ბანკთან გადახდის გრაფიკის შეთანხმებას მივაღწიო მეთქი, მაგრამ დრო არ მომცა“, – განუცხადა ზაქარია ქინქლაძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

კახეთის სააღსრულებო ბიუროში განმარტეს, რომ ქინქლაძის სახლის დაყადაღება თელავის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოხდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები