კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიკროავტობუსებში რადიოს მოსმენის გამო სამი მძღოლი სამსახურიდან გაათავისუფლეს

18 ივნისი, 2012

მიკროავტობუსებში რადიოს მოსმენის გამო სამი მძღოლი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთი სამარშრუტო ხაზის დისპეტჩერმა აცნობა, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.

მისი თქმით, სამარშრუტო ტაქსებში რადიოს ჩაჭრილი ხაზები რამდენიმე მძღოლმა თვითნებურად შეართა და მაუწყებლობა აღადგინა. ავტოფარეხში დაბრუნებისა და შემოწმების შემდეგ, „ურჩი მძღოლები“ სამსახურიდან გაათავისუფლეს. დისპეტჩერის ინფორმაციით, ზოგიერთი სამარშრუტო ხაზის ხელმძღვანელი პირველ ჯერზე „ურჩი მძღოლების“ გაფრთხილებით შემოიფარგლა.

მიკროავტობუსებში რადიოსაშუალებებზე ხმოვანი სიგნალები გაითიშა. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ განმარტებით, კომპანიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ქალაქ თბილისში მგზავრთა გადაყვანას ახალი, ყვითელი მიკროავტობუსებით, გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება დამოუკიდებელ იურიდიულ პირთან სარეკლამო მომსახურების თაობაზე. ხელშეკრულების მიხედვით, სარეკლამო კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს მიკროავტობუსებზე გარე რეკლამის განთავსება, ხოლო სამარშრუტო ტაქსების სალონში მონიტორების დამონტაჟება, სადაც განთავსდება სხვადასხვა ხმოვანი სარეკლამო რგოლები.

„თავის მხრივ, ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელმა სატრანსპორტო კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ სარეკლამო რგოლების მომხმარებლისთვის შეუფერხებლად მიწოდება, მათი გარჩევადობა და სმენადობა“, - აცხადებენ კომპანიაში. მათივე თქმით, მიკროავტობუსებში მონიტორების მონტაჟი უკვე მიმდინარეობს.

„აღმოჩნდა, რომ ხმოვანი სარეკლამო რგოლის ეკრანზე განთავსებას სამარშრუტო ტაქსებში გამოყენებული რადიო საშუალებები ხელს უშლის. აღნიშნული პრობლემის მოგვარების უზრუნველსაყოფად, სარეკლამო კომპანიამ მიკროავტობუსების მფლობელ კომპანიებს წერილობითი მოთხოვნით მიმართა, რათა მათ სრულყოფილად შეასრულონ დამკვეთი კომპანიების წინაშე აღებული ვალდებულება და შეუფერხებლად გაუშვან სარეკლამო რგოლი მონიტორებზე. შპს „თბილისის მიკროავტობუსის“ ტექნიკური სამსახურის გადაწყვეტილებით, პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელი გახდა მიკროავტობუსებში რადიოსაშუალებებზე ხმოვანი სიგნალების გათიშვა“, - აცხადებენ „თბილისის მიკროავტობუსში“.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები