კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდებმა სასამართლოს მიერ დაჯარიმებული მათი აქტივისტების დასახმარებლად გირაოს თანხა შეაგროვეს

19 ივნისი, 2012

კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაჯარიმებული მათი აქტივისტების დასახმარებლად გირაოს თანხა შეაგროვეს.

როგორც ბიძინა ივანიშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალგაზრდებმა სასამართლოს მიერ აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა დღეს საბანკო ანგარიშზეც გადარიცხეს.

ინფორმაციის თანახმად, კობა ჯაბუა და ნინო ყურუა რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ ფლაერების დარიგების გამო დააკავეს და მათ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები