კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლაშა კურტანიძის მამა ეჭვობს, რომ მისი შვილი სამართალდამცველებს უკვე დაკავებული ჰყავთ

19 ივნისი, 2012

მიმალვაში მყოფი პოლიციელის, ლაშა კურტანიძის მამა ეჭვობს, რომ მისი შვილი სამართალდამცველებს უკვე დაკავებული ჰყავთ, - ამის შესახებ ზაურ კურტანიძემ გუშინ საღამოს, ტელეკომპანია „მე-9 არხთან“ საუბარში განაცხადა.

„იმ ღამით ჩვენი სახლი პოლიციელების ალყაში იყო და ზურა იქიდან ვერ გააღწევდა. ეჭვი მაქვს, რომ ის დაკავებული ჰყავთ“, - აღნიშნა ზაურ კურტანიძემ. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მის საცხოვრებელ სახლთან ამ დრომდე მორიგეობენ.

პოლიციელის მამა ხელისუფლებასაც მიმართავს და აფრთხილებს. „ვაფრთხილებ ხელისუფლებას, არ შეასრულოს ის მუქარა, რაზეც ჩემი შვილი წერილში საუბრობდა. ჩემს შვილს ერთი ბეწვიც არ ჩამოუვარდეს და აგონ პასუხი იმ ზიანისთვის, რაც მას მიაყენეს“, - განაცხადა ზაურ კურტანიძემ.

მან შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, დაასახელოს იმ პოლიციელების ვინაობა, რომლებმაც მისი შვილი გაიტაცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქე ზაზა ჭელიძემ პოლიციელი ლაშა კურტანიძე მოისყიდა და პოლიციელების განწყობების და შეხვედრების ფარული გადაღება მოსთხოვა. შსს-ს ცნობით, ჩანაწერის სანაცვლოდ, ჭელიძემ კურტანიძეს ირაკლი სესიაშვილისგან მიღებული კონვერტი გადასცა, რომელშიც 3 ათასი დოლარი იყო. ჩვენებაში ჭელიძე ყვება, რომ კურტანიძის მიერ გადაღებული ჩანაწერი სესიაშვილს გადასცა.

ამ საკითხთან დაკავშირებით ირაკლი სესიაშვილმა კვირას საგანგებო განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ზაზა ჭელიძის აღიარებითი ჩვენება ზეწოლას დაუკავშირა და ბრალდებას აბსურდული უწოდა.

შსს-ის ინფორმაციით, კურტანიძე აღიარებითი ჩვენების მიცემის შემდეგ მიიმალა და ახლა მასზე ძებნაა გამოცხადებული.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები