კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზესტაფონში „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ბანერი გააკრეს

21 ივნისი, 2012

„სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა“ ზესტაფონში „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ბანერი დააფიქსირა.

„უარი ვუთხრათ! ივანიშვილის, ხიდაშელის, დავითაშვილის, ალასანიასა და ბერძენიშვილის არაქართული ოცნებით აშენებულ საქართველოს! უარი ვუთხრათ ფულზე გაყიდულ პოლიტიკოსებს! გააკეთეთ სწორი არჩევანი! დასანგრევი კიდევ ბევრია“, - ასეთი წარწერაა ბანერზე, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ნომერი „5“-ია მითითებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ია ანთაძემ განუცხადა, ბანერი ზესტაფონის ბაზრის შესასვლელთან, ერთ-ერთი მაღაზიის თავზეა გაკრული, რასაც მისი შინაარსის გამო, იურისტები კანონდარღვევად აფასებენ.

„ბანერის ფოტო ჩვენ ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოგვიგზავნა. როცა ის მივიღეთ, დავეჭვდით, რომ შესაძლოა, ფოტომონტაჟი ყოფილიყო, ამიტომაც სანამ გამოვაქვეყნებდით, ინფორმაცია გადავამოწმეთ. როგორც აღმოჩნდა, ზესფატონში, ბაზრის შესასვლელთან ასეთი შინაარსის ბანერი ნამდვილად არის განთავსებული“, - აღნიშნა ია ანთაძემ.

მისივე შეფასებით, ძნელია ბანერის ავტორის დასახელება, რადგან ერთის მხრივ, ბანერი „ნაციონალური მოძრაობასთან“ კავშირზე მეტყველებს, თუმცა, მეორე მხრივ, წარწერა „არც თუ კარგი ქართულითაა დაწერილი, რაც ეჭვს ბადებს, რომ ვისაც ჭკუა მოეკითხება, ის ტექსტს მაინც გამართავდა“.

ამასთან, ანთაძის თქმით, ზესტაფონში აღმოჩენილ ახალ ბანერთან დაკავშირებით „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“ არანაირ რეაგირებას არ აპირებს, რადგან მისი მოვალეობა მხოლოდ ინფორმაციის მოპოვება და გავრცელებაა.

„ჩვენ ამ საქმიანობას ვახორციელებთ პროექტის ფარგლებში, რომელიც გაეროს დემოკრატიის ფონდის მიერაა მხარდაჭერილი. ასეთ ფაქტებზე რეაგირება ჩვენს თავზე არასდროს აგვიღია. ჩვენი მიზანია მოვიპოვოთ და გავავრცელოთ ინფორმაცია. ჩვენ შევქმენით საინფორმაციო ბანკი სადაც ორი კალათაა - გადამოწმებული და გადაუმოწმებელი ინფორმაციების“, - განმარტა ანთაძემ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები