კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

“რეზონანსი”- პატიმრებისთვის პრესის შეგზავნა აკრძალულია

22 ივნისი, 2012

გაზეთი “რეზონანსი” 21 ივნისის ნომერში წერს, რომ პატიმრებისთვის პრესის შეგზავნა აკრძალულია.

ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარემ, ნანა კაკაბაძემ გაზეთთან საუბრისას აღნიშნა, რომ “განსაკუთრებით თავისუფალ ჟურნალ- გაზეთებს კრძალავენ. ეს ბრძანება ოფიციაულური არ არის და ყველაფერი არაოფიციალურად ხდება. ტელევიზიასთან და რადიოსთან ხელმისაწვდომობაც პრესასთან ერთად აიკრძალა”.

კაკაბაძის თქმით, პატიმრებს წიგნების შეტანაზეც აქვთ შეზღუდვები დაწესებული, ერთი კილოგრამი წიგნის შეტანა 12 ლარი ღირს.

უფლებადამცველი პრესის აკრძალვას პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს და ამბობს, რომ პრესის შეზღუდვა პატიმრებისთვის იმ დროიდან დაიწყო, როცა მილიარდერი პოლიტიკოსი, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდა.

“რეზონანსთან” საუბრისას ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ პატიმრებთან დაშვებულია მხოლოდ რამდენიმე ჟურნალის შეტანა - “გზის”, “თბილისელების” და “რეიტინგის”.

“დანარჩენი გაზეთები პრაქტიკულად აკრძალულია. 27 მაისამდე “კვირის პალიტრასაც” უშვებდნენ, მაგრამ ესეც საშინლად აიკრძალა”- ამბობს ნიკოლაიშვილი.

მისი განმარტებით “როცა პოლიტიკური ტემპერატურა მაღლა იწევს და დაძაბულობა მატულობს, ყოველთვის ასე ხდება - ეს პირველი შემთხვევა არ არის”.

ნიკოლაიშვილის თქმით, გაზეთებთან ერთად ტელეარხების ჩვენებაც იკრძალება. “ადრე ხელმისაწვდომი იყო “კავკასია” და “მაესტრო” ახლა ესეც აკრძალულია და მხოლოდ “იმედს” და “რუსთავი 2”-ს აჩვენებენ, პირველი არხის ჩვენებაც კი აკრძალულია”.

პატიმრებისთვის პრესის აკრძალვის შესახებ საუბრობს “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც”.

ამ ორგანიზაციის იურისტის, ნინო გობრონიძის თქმით, პატიმრებისთვის პრესის აკრძალვა დეკემბერში დაიწყო, რა დროსაც გაზეთებიდან ციხეში მხოლოდ კროსვორდებს უშვებდნენ, გლდანის მე -8 დაწესებულებაში კი, მხოლოდ რუსულენოვან ჟურნალებს.

“პატიმრების თქმით, სოციალური სამმსახურის თანამშრომლები ეუბნებოდნენ, რომ გაზეთების შეგზავნა ფოსტით შეიძლება, მაგრამ აფრთხილებდნენ, ოპოზიციური გამოცემების შემოტანას მოერიდეთო”- ამბობს გობრონიძე და დასძენს, რომ ეს ინფორმაცია გადაუმოწმებელია. 

Media.ge

ახალი ამბები