კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„განახლებული საქართველოსთვის“ ინფორმაციით, პარტიის წევრი ვალერი გაბელია გაიტაცეს

25 ივნისი, 2012

პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ რეგიონალური სამსახურის უფროსის, ლაშა გვასალიას ინფორმაციით, 23 ივნისს პარტიის რეგიონალური სამსახურის უფროსის მოადგილე, ვალერი გაბელია გაიტაცეს.

როგორც სპეციალურ პრესკონფერენციაზე ლაშა გვასალიამ განაცხადა, 23 ივნისს დაახლოებით 16:50 საათზე, შვიდმა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირმა 65 წლის ვალერი გაბელია ბახტრიონის ქუჩიდან გაიტაცა.

ლაშა გვასალია გაბელიას გატაცებას „ხელისუფლების სადამსჯელო პოლიტიკის“ გაგრძელებას უკავშირებს. მისი თქმით, ხელისუფლება პოლიტიკურად მიუღებელ ოპონენტებთან ანგარიშსწორებას აგრძელებს.

გვასალიას თქმით, დღესვე, მათ სოდ-ის გამომძიებელი დაუკავშირდა, რომელმაც განუმარტა, რომ გაბელია დაკავებულია და მოწმის სტატუსით იკითხება.

გვასალია აღნიშნავს, რომ გამართლდა პარტიის საერთაშორისო ლიდერის, მინდია გულუას პროგნოზი, რომელმაც განაცხადება, რომ 20-დან 30 ივნისამდე დაგეგმილია პარტიის წევრთა მასიური დაჭერები.

პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ წარმომადგენლები ოპოზიციას მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ მათ და გაერთიანდნენ „ხელისუფლების ზეწოლის მსხვერპლთა დასაცავად“.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები