03:28, Friday, 24.01.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ზაქარია ქინქლაძე თელავის სასამართლოს დადგენილებას გაასაჩივრებს

25.06.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ახმეტის შტაბის უფროსი ზაქარია ქინქლაძე თელავის რაიონული სასამართლოს დადგენილებას მისთვის ადმინისტრაციული წესით 25 დღიანი პატიმრობის შეფარდების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

როგორც ქინქლაძის ადვოკატმა ქეთი ზაქარიაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, ის ზაქარია ქინქლაძეს ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორში წუხელ, ღამით, სამის ნახევარზე შეხვდა. „პირველი რაც ვიკითხე არის ის, რომ რამე დაზიანებები ხომ არ ჰქონდა ზაქროს, ანუ ფიზიკური ზეწოლის მსხვერპლი ხომ არ გახდა. ექიმებს უკვე გასინჯული ჰყავდათ და არანაირი დაზიანებები არ აქვს. ძალიან დათრგუნული იყო. მითხრა, რომ პროცესის დაწყებამდეც მოსთხოვა მოსამართლეს, რომ სხდომას ადვოკატის გარეშე ნუ ჩაატარებდნენ, მაგრამ საშუალება არ მისცეს, რომ დამკავშირებოდა. აუცილებლად გავასაჩივრებთ რაიონული სასამართლოს დადგენილებას და ზაქარია ქინქლაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ“, – აღნიშნა ქეთი ზაქარიაშვილმა.

ახმეტის პოლიციამ ზაქარია ქინქლაძე 24 ივნისს, 13:00 საათისთვის დააკავა. თავდაპირველად ის მოწმის სტატუსით სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხეს. ქინქლაძეს პოლიციაში ახმეტის გამგეობის თანამშრომელმა პაატა სუხიშვილმა უჩივლა, რომელიც მას ხულიგნობაში ადანაშაულებდა. მოგვიანებით, პოლიციამ საქმე გადააკვალიფიცირა და  მოკვლევა ადმინისტრაციული წესით გააგრძელა. თვითმხილველების განცხადების მიუხედავად, რომ ქინქლაძის მხრიდან ხულიგნობას ადგილი არ ჰქონია, თელავის სასამართლოს მოსამართლე ლაბაზა დუიშვილმა ქინქლაძეს 25 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ პროცესი ისე ჩაატარა, რომ მასზე დასწრების საშუალება არც ადვოკატს მიეცა, არც ჟურნალისტებს და არც სხვა დაინტერესებულ პირებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC