კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაეროს წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღე თბილისში

25 ივნისი, 2012

26 ივნისს წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT), ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC), თბილისის ადამიანის უფლებათა სახლთან HRHT ერთად თბილისში აღნიშნავს გაეროს წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეს.

12:30 სთ-ზე ვერის პარკში ჩატარდება აქცია წამების თემაზე.

15:00-დან 17:00 სთ-მდე „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში მოეწყობა ფილმის ჩვენება და გაიმართება დისკუსია. ასევე დაჯილდოვდებიან ჟურნალისტურ კონკურსში - „ადამიანის უფლებები, ფოკუსი - წამება“ გამარჯვებულები. დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება 16:00 საათზე.

საღამოს 21:00 სთ-ზე ღონისძიების მონაწილეები ცაში გაუშვებენ საჰაერო ფარნებს თბილისის #8 საპყრობილის წინ (გლდანის ციხე).

გთხოვთ, შემოგვიერთდით!


საერთაშორისო საზოგადოების მიერ თითოეული ადამიანის უფლება - არ დაექვემდებაროს წამებას - აღიარებულია, როგორც აბსოლუტური უფლება და მასში ჩარევა არ შეიძლება გამართლებული იყოს, თუნდაც - ყველაზე მაღალ საფეხურზე მდგომი საზოგადოებრივი აუცილებლობით და ფორსმაჟორული  სიტუაციით.

სახალხო დამცველის 2010 წლის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით,  წლის განმავლობაში საპატიმრო დაწესებულებებში არაადამიანური მოპყრობის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, არ მომხდარა მათი ეფექტური გამოძიება. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სტატისტიკით, 2012 წელს, ივნისის მონაცემებით, პატიმართა რაოდენობა 23 658-ს შეადგენს, რაც საქართველოს მოსახლეობის 0.53%-ია. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 230 77 66 ან 222 06 89

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები არიან: ადამიანის უფლებათა ცენტრი; წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი; კონსტიტუციის 42-ე მუხლი, კავშირი საფარი; ადამიანის უფლებებისა და კონფლიქტების კვლევის ცენტრი - კავკასია.

ახალი ამბები