პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის კახა კუკავას განცხადებით, პარტიის კახეთის რეგიონის ხელმძღვანელს გიორგი მოსიაშვილს დაკავებით ემუქრებიან. კუკავას თქმით, პარტიას მოპოვებული აქვს ოპერატიული ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც, ხელისუფლება მოსიაშვილს სავარაუდოდ, ბრალს იარაღის ტარების ან ნარკოტიკული დანაშაულისთვის წაუყენებს.
„გიორგი მოსიაშვილი რამდენიმე წელია აქტიურად აფიქსირებს ოპოზიციურ შეხედულებებს. მისი რეგიონული ორგანიზაცია ერთ-ერთი სანიმუშოა პარტიის სტრუქტურებს შორის. მოსიაშვილი კახეთის მთავარი ოპოზიციური ძალის ხელმძღვანელია“, - აღნიშნა კახა კუკავამ.
მისივე თქმით, გიორგი მოსიაშვილი მზად არის, ნებისმიერ დროს გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმობა, რათა მოხდეს ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი