23:25, Saturday, 07.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ყოფილი მასწავლებელი, რომელსაც ფონდ „ქომაგიდან“ თანხა ჩაერიცხა პოლიციამ დაკითხა

29.06.2012
სოფელ კალაურის საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგი თამარ ამონაშვილი, რომელსაც ფონდ „ქომაგიდან“ 177 აშშ დოლარი ჩაერიცხა, გურჯაანის პოლიციაში მოწმის სტატუსით დაკითხეს.

თამარ ამონაშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ გურჯაანის შტაბის ერთ–ერთი ზონის კოორდინატორის ალექსანდრე პაპოშვილის მეუღლეა.

„კალაურის საჯარო სკოლაში მასწავლებლად ვმუშაობდი. 2012 წლის აპრილის ბოლოს ჩემი მეუღლის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო სკოლიდან გამათავისუფლეს. მაისში, კოალიციის ლიდერებისგან მოვისმინე, რომ არსებობდა ფონდი „ქომაგი“, რომელიც ჩემსავით პოლიტიკური ნიშნით დევნილ ადამიანებს დახმარებას გაუწევდა. მაისის ბოლოს მივმართე ფონდ „ქომაგს“, განცხადება შევიტანე და „ვი თი ბი“ ბანკში ანგარიში გავხსენი. დღეს მოვიდა უბნის რწმუნებული, უწყება მომიტანა და მითხრა, რომ გურჯაანის სამმართველოში ვიყავი დაბარებული. პოლიციაში მივედი, თბილისიდან იყვნენ ჩამოსულები, გამომძიებელი ვინმე ირაკლი შუკაკიძე იყო. მკითხეს, უკრაინელს, ვინმე კოზიუპა ნატალია ზიონოევნას  ხომ არ ვიცნობდი, რომელსაც თურმე ჩემს ანგარიშზე 177 აშშ დოლარის ოდენობით თანხა გადმოურიცხავს. ეს მე მათგან გავიგე, არ ვიცოდი. დაკითხვაზე  1 საათი და 15 წუთი ვიყავი. კითხვები ძირითადად  ფონდიდან გადმოგზავნილ თანხას ეხებოდა. ფულის გათეთრებაზეა ლაპარაკი და უნდოდათ ჩემგან რაიმე ინფორმაცია გაეგოთ. როგორც მათგან გავიგე, ეს ქალბატონი, ვინც თანხა გადმოგზავნა უკვე დაპატიმრებული ყოფილა. მივეცი ჩვენება, რომ დავრეგისტრირდი ფონდ „ქომაგში“, საიდანაც ველოდი დახმარებას, რადგან სახელფასო კრედიტი მქონდა აღებული და სკოლიდან გათავისუფლების შემდეგ გზები ხომ უნდა მომეძებნა, რომ ეს კრედიტი დამეფარა. დაკითხვაზე ადვოკატი ლოლა ტუსაშვილიც მახლდა. დაკითხვის დასრულების შემდეგ ჩვენებას გავეცანი და ხელი მოვაწერეთ,“ – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თამარ ამონაშვილმა.

მისივე თქმით, დაკითხვის დასრულებიდან 10 წუთში ის პოლიციაში ისევ დაიბარეს და მისი ჩვენების ვიდეოჩანაწერის გაკეთება მოსთხოვეს.

„პოლიციიდან რომ წამოვედით, 10 წუთში ისევ დაგვირეკეს, ხელი დაგრჩათ მოსაწერი და უკან დაბრუნდითო. მივედით და დაგვახვედრეს ამბავი, რომ თქვენი საუბრის გასამყარებლად სჯობს ვიდეოჩანაწერი გავაკეთოთო, რაზეც სასტიკი წინააღმდეგი წავედი. ვუთხარი, მაჩვენეთ ის მუხლი, რომელიც მავალდებულებს რომ ვიდეოჩანაწერი უნდა გავაკეთო მეთქი. ვუთხარი არ გენდობით მეთქი,“ – აღნიშნა თამარ ამონაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC