კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზაქარია ქინქლაძის მეუღლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

29 ივნისი, 2012

კოალიცია „ქართული ოცნების“ ახმეტის შტაბის უფროსის ზაქარია ქინქლაძის მეუღლის მაია წულუკიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს ზაქარია ქინქლაძის ადვოკატმა ქეთი ზაქარიაშვილმა აცნობა.

მისი თქმით, მაია წულუკიძეს თაღლითობაში ადანაშაულებენ.

„მაია წულუკიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 26 ივნისს აღიძრა. მას თაღლითობაში ადანაშაულებენ, თითქოს პედაგოგებს პრეზიდენტის საჩუქარი „ორანჯ ბარათი“ თაღლითურად გამოსძალა და მიისაკუთრა. თუ მიისაკუთრა ერთი წლის განმავლობაში როგორ იხდიდა პროცენტულ დარიცხვებს? საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 180–ე მუხლით არის აღძრული, რაც  გულისხმობს სხვისი ქონების მისაკუთრებას მოტყუების გზით. სამოქალაქო საქმეა, მაგრამ სისხლის სამართლის საქმედ დააკვალიფიცირეს. მაია წულუკიძე გუშინ უკვე დაკითხეს,“ – აღნიშნა ქეთი ზაქარიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ზაქარია ქინქლაძე ახმეტის პოლიციის თანამშრომლებმა წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით 24 ივნისს დააკავეს. პოლიციაში მას ახმეტის გამგეობის თანამშრომელმა, ნაციონალური მოძრაობის წევრმა პაატა სუხიშვილმა უჩივლა. თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლაბაზა დუიშვილმა ზაქარია ქინქლაძეს 25 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ პროცესი ისე ჩაატარა, რომ მასზე დასწრების საშუალება არც ადვოკატს მიეცა, არც ჟურნალისტებს და არც სხვა დაინტერესებულ პირებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები