კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამართალდამცავებმა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული სამი პირი დააკავეს

29 ივნისი, 2012

სამართალდამცავებმა ლაგოდეხში, „ქართული ოცნებიდან“ პროგრამა კარდაკარის მონაწილე სლავა მეტრეველი და კოალიციის მხარდამჭერების ძმები გოგიტა კევლიშვილი და გიორგი ჯაჯანიძე დააკავეს.

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის შტაბის უფროსმა ნუცა პაპავამ კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, დაკავებულები პოლიციას ჩალაუბნის განყოფილებაში, ნარკოლოგიურ შემოწმებაზე ჰყავს გადაყვანილი.

„პოლიციის თანამშრომლებმა დღეს დილით სამი ადამიანი დააკავეს, რომლებიც კოალიციასთან უშუალო კავშირში არიან. დაახლოებით 8:00–დან 9:00 საათამდე სახლიდან აიყვანეს კარდაკარის პროგრამის მონაწილე სლავა მეტრეველი. შემდეგ კი ჩვენი მხარდამჭერის კახა კევლიშვილის ძმა გოგიტა კევლიშვილი და სოფელ ლელიანის მკვიდრი გიორგი ჯაჯანიძე, რომელიც ჩვენი ერთ–ერთი მხარდამჭერის ლია ჯაჯნიძის ძმაა. ლია ჯაჯანიძე ჩვენი ინტერვიუერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ  სოფლის რწმუნებულმა ნინო კაპანაძემ დააშინა და აიძულა, რომ უარი ეთქვა ამ პროგრამაში მონაწილეობაზე. დაკავებულები თავდაპირველად  პოლიციის აფენის განყოფილების ფილიალში გადაიყვანეს, შემდეგ, სანამ დავადგინეთ სად იყვნენ, ჩალაუბანში გადაიყვანეს და ახლა ჩალაუბანში ვართ. სლავა მეტრეველი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე პოლიციაში ჰყავთ შეყვანილი, დანარჩენი ორი დაკავებული კი პოლიციის მანქანაშია. მათი დაკავების მოტივი ჩვენთვის უცნობია. ამ დროისთვის ცენტრალური ოფისი ადვოკატებს ეძებს და აუცილებლად მოგვამაგრებენ“, –  განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ნუცა პაპავამ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები