კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ საკანონმდებლო ნორმის არარსებობის გამო მეწარმის დაზარალებაზე საუბრობს

29 ივნისი, 2012

არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ საკანონმდებლო ნორმის არარსებობის გამო მეწარმის დაზარალებაზე საუბრობს. როგორც 29 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე „კონსტიტუციის 42-ე მუხლის" გამგეობის თავმჯდომარემ თამარ გაბისონიამ განაცხადა, ინდივიდუალურ მეწარმეს, გია ხელაძეს საქართველოში კანონიერად შემოჰქონდა პნევმატური იარაღი, თუმცა 2011 წლის სექტემბრიდან მას საბაჟოზე მოსთხოვეს დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ მის მიერ შემოტანილი საქონელი არ ეწინააღმდეგებოდა კანონის მოთხოვნებს.

თამარ გამისონიამ განმარტა, რომ ხელაძე აღნიშნულ დოკუმენტს ვერ წარმოადგენდა, რადგან კანონმდებლობით დღემდე არ არის განსაზღვრული სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები იარაღის მაჩვენებლები.

გამისონიას თქმით, აღნიშნულ საკითხზე ხელაძემ მიმართა შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტს და მოითხოვა მის მიერ შემოტანილი საქონლის განბაჟება. თუმცა, მას უარი ეთქვა პნევმატური იარაღის გაფორმებაზე, ვინაიდან შემოშავებული არ არის სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები იარაღის მაჩვენებლები. აღნიშნული ქმედება „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა.

ორგანიზაცია ითხოვდა, რომ შემოსავლების სამსახურს დავალებოდა ხელაძის კუთვნილი საქონლის განბაჟება.

„საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა დაემტკიცებინა სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები პნევმატური იარაღისა და აეროზოლური მოწყობილებების ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები. ზემოთხსენებული დავალების შესრულების ვადა ჯერ კიდევ 2010 წლის ოქტომბერში გავიდა, თუმცა დღემდე გაურკვეველია, თუ როდის მოხდება აღნიშნული პარამეტრების შემუშავება“, - აცხადებენ „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმოამდგენლები.

ორგანიზაცია დაუშვებლად მიიჩნევს, პირს მხოლოდ იმიტომ ადგებოდეს ზიანი, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ თავისი ვალდებულება არ შეასრულა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, აღნიშნულ საქმეზე თბილსის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა და ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოთხოვნა.

სასამართლომ ბათილად სცნო შემოსავლების სამსახურის ბრძანება, რომლითაც უარი ეთქვა „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, მაგრამ როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, სადაო საკითხის გადაწყვეტა მაინც არ მოხდა და შემოსავლების სამსახურს ქმედების განხორციელება არ დაევალდებულა.

ორგანიზაციის წარმომადგენლები აპირებენ, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრონ აღნიშნული საკითხი და მოითხოვენ უზენაესმა სასამართლომ დაავალოს შემოსავლების სამსახურს, განაბაჟოს ხელაძის საქონელი.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები