კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთის გუბერნატორი და სკოლის დირექტორები რესტორანში ქეიფობენ

2 ივლისი, 2012

კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი, რომელიც ამავე დროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია, საჯარო სკოლების დირექტორებთან ერთად, გურჯაანში, სასტუმრო „რები გურჯაანის“ რესტორანში ქეიფობს.

რესტორანში იმყოფებიან გურჯაანის საგანმანათლებლო რესურს - ცენტრის უფროსი ლალი გაბიტაშვილი, ასევე გურჯაანის გამგებელი დავით მესხიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ზაქარია იაგანაშვილი.

ლალი გაბიტაშვილის თქმით, სკოლის დირექტორებმა თანხა შეაგროვეს და სასწავლო წლის დამთავრება რესტორანში აღნიშნეს. გუბერნატორმა კი კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ რესტორანში ის სკოლის დირექტორებმა დაპატიჟეს. გუბერნატორს თან ახლდა მოადგილე ალეკო ღონღაძეც.

სასტუმრო „რები გურჯაანში“ საქეიფოდ შეკრებილი კახეთის გუბერნატორის, რაიონის და რეგიონის სხვა ხელმძღვანელების და საჯარო სკოლების დირექტორების გართობაზე მომღერლები ტატო გოდერძიშვილი და მახო მედულაშვილი (მეტსახელად „ჩაქუჩას ბიჭი“) ზრუნავდნენ.

ვიდეოკადრები

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები