კოალიცია „ქართული ოცნების“ დუშეთის შტაბის უფროსის, დოდო ჩოხელის განცხადებით, 1 ივლისს დილიდან, რაიონის გამგებელი, მისი მოადგილე, სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელები დუშეთის ქუჩებში დადიოდნენ და მოსახლეობას აფრთხილებდნენ, „ქართული ოცნების“ მიერ მცხეთაში დაგეგმილ აქციაზე არ წასულიყვნენ.
„დილის 7 საათიდან გამგეობის თანამშრომლებმა დაიწყეს შემოვლა. ქუჩის თავიდან ქუჩის ბოლომდე მოჰყვებოდნენ ყველა სახლს, ხსნიდნენ ყველა კარებს და აფრთხილებდნენ ხალხს, რომ აქციაზე წასვლა არ გაბედოთო. ფარნავაზის ქუჩაზე თვითონ გამგებელი ბესო შაღაშვილი იყო. ზოგიერთი ადამიანი ამბობდა, ჩვენ სიაში არ ვართ ჩაწერილი, არსად არ მივდივართ და რატომ მოვიდნენო. შემოვლაში გამგებლის მოადგილე ნინო ხუციშვილი, ერთ-ერთი სამსახურის უფროსი ჯიმი ჭელიძე და სხვა მოხელეებიც მონაწილეობდნენ“, - განუცხადა მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს დოდო ჩოხელმა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კომენტარი არ გააკეთეს.
ვიდეო
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი