კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გუბერნატორის ნათესავმა პროგრამა „კარდაკარის“ მონაწილე ცემა

2 ივლისი, 2012

გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში, კოალიცია „ქართული ოცნების“ პროგრამა „კარდაკარის“ მონაწილე ილია სულიაშვილი ცემეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ოპოზიციის აქტივისტი კახეთის გუბერნატორის ნათესავმა ცემა.

ინციდენტი 30 ივნისს მოხდა. „დამხვდნენ და მითხრეს, ვინ ვიყავი, რატომ მეცვა „ქართული ოცნების“ მაისური. ვუთხარი, რომ ვიყავი „ქართული ოცნების“ წევრი და კარდაკარის პროგრამის მონაწილე. ჯერ გინება დამიწყეს, შემდე კი მცემეს“, – აღნიშნა ილია სულიაშვილმა.

„ჩემი შვილი ილია და მისი მეგობარი გიორგი კახიძე ერთად იმყოფებოდნენ. მე გვიან გავიგე. ერთ–ერთი მათგანი, ვინც ცემა, გუბერნატორის ნათესავია. მე ჩემი შვილი არ მინახავს. საღამოს პოლიციამ რომ მოაკითხა სახლში, მაშინ გავიგე ეს ამბავი. მეორე დღეს დააკავეს და დააპატიმრეს“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ილია სულიაშვილის დედამ თამარ სულიაშვილმა.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ილია სულიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად სცნო და 35 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ილია სულიაშვილი სასჯელს სიღნაღის დროებითი მოთავსების იზოლატორში იხდის.

კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის განცხადებით, მომხდარის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები