კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საარჩევნო სიების დაზუსტების დროს ცოცხალი კაცი გარდაცვლილებში შეიყვანეს

4 ივლისი, 2012

გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში მცხოვრები 86 წლის გიორგი მღებრიშვილი საარჩევნო სიების დაზუსტების დროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ გარდაცვლილთა სიაში შეიყვანა. მოხუცმა ამის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც მას პენსია, მის ოჯახს კი სოციალური დახმარება შეუწყდა.

„ჩემი შვილი მარტოხელა დედაა, მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, რომელსაც მკურნალობა სჭირდება. თვიდან თვემდე თავი პენსიით და სოციალური დახმარებით გაგვაქვს. ფული რომ ვეღარ მივიღეთ, მიზეზი ვიკითხეთ და გვითხრეს, რომ კაცი მკვდარია და პენსიას რატომ ითხოვთო. არადა, ცოცხალი ვარ“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გიორგი მღებრიშვილმა.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გურჯაანის სამსახურის ხელმძღვანელმა ანა გელაშვილმა განუცხადა, პენსია გარდაცვალების ცნობის საფუძველზე იხსნება, რომელსაც სოფლის რწმუნებული ავსებს. მისი თქმით, შეიძლება მსგავსი გვარის და სახელის ადამიანი იყო გარდაცვლილი და შეცდომა მოუვიდათ. „საარჩევნო სიებს რომ ვაზუსტებთ, გარდაცვლილებს ვხსნით რეგისტრაციიდან“, – განაცხადა ანა გელაშვილმა.

სოფელ ვაზისუბნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მალხაზ სოლომნიშვილის თქმით, ვინ გადასცა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და სოციალური მომსახურების ცენტრს ცნობა იმის შესახებ, რომ გიორგი მღებრიშვილი გარდაიცვალა, მისთვის უცნობია.

მღებრიშვილების ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია. მათ დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებასაც მიმართეს, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები