კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რომან დუმბაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილები დანაშაულს არ აღიარებენ

5 ივლისი, 2012
მოსკოვის პრესნენსკის სასამართლომ რომან დუმბაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილ რომან ბელქანიას, ალექსანდრე ბერიშვილისა და შოთა თარუგაშვილს პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლოს პრეს-მდივნის ოლგა სუტიაპოვას განცხადებით, „სასამართლომ გამოძიების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სამივე მათგანს აღმკვეთი ღონისძიების სახით 21 აგვისტომდე პატიმრობა შეეფარდა“.

გამოძიების ინფორმაციით, სამივე მათგანი დუმბაძის მკვლელობის შემსრულებლები არიან.

ეჭვმიტანილები სასამართლოში ნიღბებით გამოცხადდნენ, რადგან არ სურთ, რომ მათი სახეები ტელე- და ფოტოკამერების ობიექტივში მოხვდეს. მათ უსაფრთხოებას პოლიციის თანამშრომლების დიდი რაოდენობა, მათ შორის კინოლოგიური სამსასახური იცავდა.

დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი რომან დუმბაძე მოსკოვში მიმდინარე წლის 21 მაისს მოკლეს.

2004 წელს ბათუმის ბრიგადის გენერალმა რომან დუმბაძემ განაცხადა, რომ არა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, არამედ მხოლოდ აჭარის მაშინდელ მეთაურ ასლან აბაშიძეს ემორჩილება. მალევე იგი დააპატიმრეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს დუმბაძე რუსების მიერ დატყვევებული 12 ქართველის გათავისუფლების სანაცვლოდ საპატიმროდან გაუშვეს, რის შემდეგაც დუმბაძემ საქართველო დატოვა და რუსეთში გადავიდა, სადაც მან რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები