კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასჯელაღსრულების სამინისტრო და სახალხო დამცველის აპარატი გლდანის ციხეში ინციდენტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ

9 ივლისი, 2012

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო #8 სასჯელღსრულების დაწესებულებაში ინციდენტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად აფასებს.

ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც „პირველი“ უცვლელად გთავაზობთ: „6 ივლისს, ღამით, გავრცელდა ცრუ ინფორმაცია გლდანის №8 დაწესებულებასთან დაკავშირებით. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო დაწესებულებაში ინციდენტის შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და მიაჩნია, რომ პენიტენციურ სისტემასთან დაკავშირებით მორიგი დეზინფორმაციის გავრცელება მიზანმიმართულად ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. სამწუხაროა, რომ გარკვეული სუბიექტები, მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისას, პატიმართა ოჯახების წევრების მდგომარეობას არ ითვალისწინებენ“.

6 ივლისს, დაახლოებით 23:35 საათზე, სოციალურ ქსელებში და ცალკეული მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არეულობისა და დაწესებულებაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შესვლის თაობაზე. საუბარი იყო ორ გარდაცვლილ პატიმარზეც.  

ამ ინფორმაციებთან დაკავშირებით განცხადება სახალხო დამცველის აპარატმაც გაავრცელა: „2012 წლის 6 ივლისს, დაახლოებით, 23:35 საათზე, სოციალურ ქსელსა და ცალკეული მედია-საშუალებების მიერ გავრცელდა ინფორმაცია გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ არეულობასა და დაწესებულებაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შესვლის თაობაზე.

2012 წლის 7 ივლისს, 00:30 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელები იყვნენ გლდანის #8 დაწესებულებაში. ვიზიტის დროს მათ შემოიარეს დაწესებულების ყველა კორპუსი. დაწესებულება ფუნქციონირებს ჩვეულ რეჟიმში და მასობრივი არეულობისა ან რაიმე ინციდენტის ნიშნები არ აღინიშნება.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარესა და ფიზიკურ პირს, მომავალში თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რადგან ყოველივე ამან შესაძლებელია ზიანი მიაყენოს თავისუფლებაღკვეთილ პირებს და ასევე მათი ოჯახის წევრებს და ახლობლებს" - ნათქვამია განცხადებაში.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები