კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ომბუდსმენის ინფორმაციით, პატიმარი ბაზაზიანი ქსნის დაწესებულებიდან #18 სამკურნალო დაწესებულებაში გარდაცვლილი მიიყვანეს

10 ივლისი, 2012

სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშის ინფორმაციით, პატიმარი მიხეილ ბაზაზიანი ქსნის დაწესებულებიდან #18 სამკურნალო დაწესებულებაში 7 ივლისს გარდაცვლილი მიიყვანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გიორგი ტუღუშმა განუცხადა, ბაზაზიანი 5 ივლისს ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა და სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ეს ფაქტი გლდანის #8 დაწესებულებაში მოხდა. ტუღუში კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, გლდანის #8 დაწესებულებაში ბუნტის შესახებ, არ დასტურდება.

„აბსოლუტურად აბსურდულია გავრცელებული ინფორმაცია. იმ ღამეს, როდესაც პატიმარი გარდაიცვალა, ჩვენ გლდანში ვიმყოფებოდით და ვერ ვნახეთ გარდაცვლილი ბაზაზიანი. ბაზაზიანს გლდანის #8 დაწესებულებასთან რა აკავშირებს არ ვიცი, მაგრამ ის გადმოსვენებულია ქსნიდან“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

„ინტერპრესნიუსის’ კითხვაზე - იყო თუ არა ბაზაზიანი სახალხო დამცველისადმი ქსნის დაწესებულების პატიმართა წერილის ხელმომწერი, სადაც მსჯავრდებულები მათ მიმართ უფლებების მასობრივ რღვევაზე საუბრობენ, ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ ბაზაზიანი ამ სიაში არ არის. „ჩვენ დღეს დეტალურად, შვიდასივე ხელმოწერას ჩავყევით და ხელმომწერთა შორის ბაზაზიანის გვარი არ ფიქსირდება“, - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

ამასთან, სახალხო დამცველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პატიმრის უფლების რღვევა მხოლოდ ფიზიკურ შეურაცხყოფაში არ გამოიხატება და უფლებების დარღვევაა, როდესაც მას სამედიცინო დახმარებას დროულად არ აღმოუჩენენ.

„პატიმარს სამედიცინო საჭიროებები როცა აქვს და თუ დასტურდება, რომ მას დროულად არ აღმოუჩინეს დახმარება, ესეც იგივე სიმძიმის დარღვევაა, როგორც პატიმრის ცემა. აქედან გამომდინარე, ექსპერტიზის დასკვნას ყოველთვის უნდა მიექცეს ყურადღება, იყო თუ არა შესაძლებელი პატიმრისთვის სიცოცხლის შენარჩუნება“, - განაცხადა გიორგი ტუღუშმა და დასძინა, რომ სახალხო დამცველი ბაზაზიანის საქმეს დეტალურად შეისწავლის და ანალიზს, სხვა პატიმრების შემთხვევების მსგავსად, საზოგადოებას გააცნობს.

ტუღუშის განცხადებით, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა გარდაცვალების მაჩვენებელი ერთ-ერთი მაღალია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სამედიცინო მომსახურება ძალიან დაბალ დონეზეა.

ამასთან, ომბუდსმენი, პატიმართა სიკვდილიანობის მატებას ვერ ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც დაიდება მიმდინარე წლის პირველი 6 თვის მაჩვენებელი პატიმართა გარდაცვალების შესახებ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები