კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სანიმუშო გულგრილობა თანამდებობის პირების მხრიდან!

10 ივლისი, 2012

87 წლის ნინო ქმოსტელი მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში ცხოვრობს. მოხუცი ორივე თვალით უსინათლოა. 7 თვეა არ აქვს ელექტროენერგია. 2010 წელს სოციალური მომსახურების სააგენტომ სოციალური დახმარებაც შეუწყვიტა. მარტოხელა ქალბატონს არასოდეს მიუღია შეშა და მთელი ზამთარი სიცივეში, საწოლში გაატარა.

„2010 წლის 31 მარტს ინსულტი დამემართა. მერე საავადმყოფოში მოვხვდი, საიდანაც ცხვარიჭამიაში 9 ივლისს დავბრუნდი. 22 ივლისს სოციალური აგენტი მოვიდა. ის დღე მწარედ მაგონდება. მეუბნება, რომ მე აქ 2 ქათამი და ვაშლის ხე დავინახეო, ხოდა ხილი დაკრიფე და გაყიდეო. ან ვინმეს სანახევროდ მიეცი, რა დახმარება გინდაო. 2010 წლის ივლისიდან მე დახმარება აღარ მიმიღია. სანამ მომიხსნიდნენ დახმარებას, 3 თვის ხომ მერგებოდა? მაისი, ივნისი და ივლისი. ჩავედი მცხეთაში, მეზობელი წავიყვანე, ბანკში შევაგზავნე და მას უთხრეს, რომ სამი თვის არის მაგ ქალზე გაწერილი, მაგრამ ჩვენთან ორი თვის არის დარჩენილიო. დამტარებელმა ორი თვის შემოაბრუნა და მესამე თვის არ შემოუბრუნებიაო, წავიდეს და იმას მოსთხოვოსო. 30 ლარი ჩემთვის ძალიან ბევრია. ვზივარ და ვრეკავ და ვრეკავ ტელეფონზე. ეხლაც ქვემოდან მეზობელი ამოვიყვანე, დავარეკინე და არავინ არ აიღო ტელეფონი, რომ მომცეს ჩემი 30 ლარი. მე მთავრობამ დამინიშნა და შენ რატომ უნდა მომპარო“, – აღნიშნა ნინო ქმოსტელმა მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში.

სრულად სტატია და ვიდეო მცხეთა მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის საიტზე

ახალი ამბები