კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სენაკში „ქართული ოცნების“ წევრი დააკავეს

10 ივლისი, 2012

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკში კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, რომანოზ ცხვიტავა პოლიციის თანამშრომლებმა მაშინ დააკავეს, როცა „კარდაკარის“ სამუშაოს შესრულების შემდეგ სახლში მიდიოდა. იგი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით წინასწარი დაკავების ოზოლატორში მოათავსეს და ერთთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

რომანოზ ცხვიტავას დაკავება მისმა თანაპარტიელებმა გააპროტესტეს. „ზანის პოლიციის ქვეგანყოფილების თანამშრომლებმა რომანოზ ცხვიტავა ყოველგვარი მიზეზის გარეშე დააკავეს. როგორც გვეუბნებიან, მას ბრალი ედება დაუმორჩიებლობაში, თითქოს იგი შუაგულ ტყეში იგინებოდა თავისთვის“, - გვითხრა კოალიცია ,,ქართული ოცნების" სენაკის  შტაბის ხელმძღვანელმა მურად შამათავამ.

როგორც რომანაზ ცხვიტავას მეუღლე ნონა ცხვიტავა humanrights.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ მას ოჯახში პოლიციიდან დაურეკეს და აცნობეს მეუღლის დაკავების ფაქტი.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა „კარდაკარის“ პროგრამის სენაკის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჯუმბერ ლაშქარავამაც: „ჩვენი მთავრობა, როგორც ყოველთვის ასე შაბლონურად ცდილობს ჩვენი მხარდამჭერების ჩამოშორებას. რომანოზ ცხვიტავა ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო ჩვენი და ჩამოაშორეს ამ ყველაფერს“.

სენაკის რაიონულ პოლიციაში ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრისკენ მიგვითითებენ.

კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ რომანოზ ცხვიტავას დაკავების ფაქტზე სასამართლოში სარჩელი შეიტანა. როგორც მისი ადვოკატი გურამ ყუფუნია ამბობს: „სასჯელი მის მიმართ გამოატანილია საკმაოდ მკაცრი. ამიტომ ჩვენ სარჩელს შევიტანთ, რათა ადმინისტრაციული პატიმრობა შეეცვალოს ჯარიმით, ან უკიდურეს შემთხვევაში, შვიდდღიანი პატიმრობით. ცხვიტავას შემამსუბუქებელი გარემოებები აქვს - ნასამართლევი არ არის, არც ადმინისტრაციული წესით დასჯილა. დადებითად ხასიათდება. აღნიშნული ფაქტები სასამართლომ არ გაითვალისწინა. ამდენად, 30 დღიანი პატიმრობის შეფარდება საკმაოდ მკაცრი გადაწყვეტილებაა და ამის შეცვლას ვითხოვთ“.

ინგა გვასალია, სამეგრელო

ახალი ამბები