კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მონიტორინგის სამსახური ივანიშვილისა და მისი მეუღლის ანგარიშიდან ნოდარ ჯავახიშვილის ანგარიშზე 6 მლნ ლარამდე ფულადი ტრანზაქციის საკითხს სწავლობს

12 ივლისი, 2012

პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის საბანკო ანგარიშიდან "ბანკი ქართუს" გენერალურ დირექტორ ნოდარ ჯავახიშვილის ანგარიშზე 6 მილიონ ლარამდე ფულადი ტრანზაქცია განახორციელა, რომელიც შესაძლოა "კანონის გვერდის ავლით იხარჯებოდეს".

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური ჯავახიშვილს ღია წერილით მიმართავს და მოუწოდებს, მიღებული დაფინანსების შედეგად განხორციელებული საქმიანობისა და ხარჯების შესახებ ინფორმაცია უწყებას სამი დღის ვადაში წარუდგინოს.

"ინტერპრესნიუსი" პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ოფიციალურად მოპოვებული ინფორმაციით დასტურდება, რომ გაცხადებული პოლიტიკური მიზნების და ამოცანების მქონე ფიზიკური პირის - ბიძინა ივანიშვილის და მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის საბანკო ანგარიშებიდან, 2012 წლის განმავლობაში, სს "ბანკი ქართუს" გენერალური დირექტორის ნოდარ ჯავახიშვილის პირად ანგარიშზე 6 მილიონ ლარამდე ფულადი თანხა ჩაირიცხა, რომელიც ამ უკანასკნელმა ჩარიცხვისთანავე გაიტანა ბანკიდან.

რადგან ბიძინა ივანიშვილი, მისი საჯაროდ გაცხადებული საარჩევნო მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული სუბიექტია, ამავდროულად უკვე არაერთხელ აქვს დარღვეული პოლიტიკური დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნები, არსებობს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი, რომ ზემოაღნიშნული ტრანზაქციები შესაძლოა მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდეს და ნოდარ ჯავახიშვილის მიერ განაღდებული მილიონობით ლარი ორგანული კანონის გვერდის ავლით იხარჯებოდეს.

იმისათვის, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიიღოს გონივრული რწმუნება ბიძინა ივანიშვილის მიერ ნოდარ ჯავახიშვილის პირად ანგარიშზე ჩარიცხული სოლიდური თანხების ხარჯვის მიზნობრიობის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა სს "ბანკი ქართუს" გენერალურ დირექტორს სთხოვა ფინანსური მონიტორინგის სამსახურს სამი დღის ვადაში წარუდგინოს დოკუმენტალურად დადასტურებული ინფორმაცია, მიღებული დაფინანსების შედეგად განხორციელებული საქმიანობისა და ხარჯების შესახებ,” ნათქვამია ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განცხადებაში.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები