კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კარალეთში ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი ცემეს, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი

12 ივლისი, 2012

გორის რაიონის სოფელ კარალეთში, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი ცემეს. ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა კარალეთის რწმუნებულმა მიაყენა. საბა წიწიკაშვილი გორის საავადმყოფოშია მოთავსებული.

როგორც დაზარალებულმა ჟურნალისტმა კახეთის სიანფორმაციო ცენტრს განუცხადა, კარალეთში მხარდამჭერებთან შესახვედრად „ქართული ოცნების“ აქტივისტები იმყოფებოდნენ. შეხვედრის ჩაშლა სოფლის გამგეობის თანამშრომლებმა და ბადრი ბასიშვილთან დაახლოებულმა პირებმა სცადეს, რა დროსაც მათ ფიზიკური შეურაცხყოფა ჟურნალისტებსაც მიაყენეს.

მომხდარზე გამოძიება ჯერ დაწყებული არ არის.

12 ივლისს გორის რაიონის სოფელ კარალეთში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მოსახლეობასთან შეხვედრისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი კარალეთიდან იუწყება, სოფელში, დევნილებთან შესახვედრად კახი კალაძე, გიორგი ვოლსკი, სოზარ სუბარი და კოალიციის სხვა წარმომადგენლები ჩავიდნენ. სოფელში იმყოფებოდა გიორგი ყარყარაშვილიც. თუმცა მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა „ქართული ოცნების“ აქტივისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მოქალაქეების ზემოხსენებულმა ჯგუფმა „ქართული ოცნების“ აქტივისტებს ქვებიც ესროლა, რის დროსაც რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ისინი აგრესიულად იყვნენ განწყობილნი ჟურნალისტების მიმართაც. დაზარალებულები არიან სხვა ჟურნალისტებიც.

Humanrights.ge

ახალი ამბები