კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის ცნობით, კარალეთში ინციდენტის შედეგად 10 ჟურნალისტი დაშავდა

13 ივლისი, 2012

კარალეთში მომხდარი ინციდენტის შედეგად 10 ჟურნალისტი დაშავდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, დაშავებულები არიან სააგენტო „ინფო-9“–ის წარმომადგენლები თამთა ილურიძე, ეკა ილურიძე, შორენა ხაბალაშვილი, რეზო ნადირაძე და ლექსო ალექსიძე, „მე-9 არხის“ ჟურნალისტები ნუკრი ბეგლარაშვილი და ნოდარ სხირტლაძე, ტელეკომპანია „თრიალეთის“ წარმომადგენლები ნინო ბოლაშვილი და მამუკა ქევხიშვილი და შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი.

ომბუდსმენის ინფორმაციით, ჟურნალისტთა ზეპირი განმარტებით, მათ ნაწილს დაზიანებული აქვს ტექნიკა და ინციდენტის შემდეგ ისინი შსს გორის სამმართველოში იმყოფებოდნენ.

„საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც გორის რაიონის სოფელ კარალეთში, მოსახლეობასთან „ქართული ოცნების“ შეხვედრისას ადგილი ჰქონდა ინციდენტს. მოქალაქეთა ჯგუფმა აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შედეგად, აქციის რამდენიმე მონაწილე და ჟურნალისტი დაშავდა. ამჟამად ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ქალაქ გორის საავადმყოფო „გორმედში“ აქციის დაახლოებით 13 მონაწილე სხვადასხვა დაზიანებით იმყოფება. საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი ასევე დაუკავშირდა დაშავებულ ჟურნალისტებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. შესაბამისად, მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ გაატარონ სწრაფი და ეფექტური საგამოძიებო ღონისძიებები სამართალდამრღვევ პირთა იდენტიფიცირების მიზნით. საქართველოს სახალხო დამცველი განაგრძობს აღნიშნული ფაქტზე ახსნა-განმარტებებისა და ინფორმაციის მოპოვებას“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ 12 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები