კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

19 წლის ჯარისკაცი შინ ტყვიით განგმირული ჩაასვენეს

13 ივლისი, 2012

გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში 12 ივლისს 19 წლის ჯარისკაცი ჩაასვენეს. კობა მახარაშვილი გორის სამხედრო ნაწილში მსახურობდა. ჯარისკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ტყვია პირში აქვს ნასროლი და კეფა აქვს განგრეული. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ჯარისკაცმა მშობლებს სხვა სამხედრო ნაწილში გადაყვანა სთხოვა.

„ზოგი ამბობს მოკლესო, ზოგი ამბობს - თავი მოიკლაო. რა მოხდა არავინ იცის,“ – განუცხადეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს გარდაცვლილის მეზობლებმა.

გარდაცვლილი ჯარისკაცის მამა შალვა მახარაშვილი მომხდარის ვერსიებზე არ საუბრობს. „გუშინწინ, 21:30 საათზე მოხდა ეს ამბავი, სხვა არაფერი ვიცი. რა მოხდა არავინ იცის. ვერ გეტყვით, თვითმკვლელობა იყო თუ მკვლელობა. ბოლოს ერთი თვის წინ ვნახე შვილი. აქ იყო ჩამოსული. არაფერი უთქვამს, ვინმესთან კონფლიქტი და დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა თუ არა ჯარში. ექსპერტიზა ჩაუტარდა უკვე და ალბათ, გამოძიება დაადგენს ყველაფერს, მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. ეს არის, რაც ვიცი,“ – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს შალვა მახარაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ დაზუსტებული ინფორმაციით, სამხედრო პოლიცია გარდაცვლილის ოჯახის წევრებზე ზეწოლას ახორციელებს, რომ გარდაცვალების ფაქტზე არ ისაუბრონ, რის გამოც ისინი ჟურნალისტებთან ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ და გადაღებაზე უარს ამბობენ. გარდაცვლილ ჯარისკაცს 3 ძმა დარჩა, უფროსი – 20 წლის და ორი მცირეწლოვანი ძმა.

ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას სამხედრო პოლიცია აწარმოებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში კომენტარი არ გააკეთეს.

შეგახსენებთ, რომ სამხედრო პოლიციას ამ დრომდე არ გამოუძიებია ჯარისკაცების ლევან სონღულაშვილის, ლევან ნათათრალაშვილის და გიორგი მუმლაძის გარდაცვალების ფაქტები.

ქუთაისის მესამე ბრიგადის ჯარისკაცი ლევან სონღულაშვილი 2007 წელს გარდაიცვალა. სამხედრო პოლიციის ვერსიით, სონღულაშვილმა თავი მოიკლა, რასაც კატეგორიულად უარყოფდნენ გარდაცვლილის ახლობლები. მათი თქმით, სონღულაშვილი გარდაცვალებამდე სასტიკად იყო ნაცემი და ტყვიით იყო მოკლული, რომელიც მას ზურგიდან ჰქონდა ნასროლი. ამავე წლის 13 ივლისს, ზემო აფხაზეთში, სამშვიდობო მისიის შესასრულებლად გაწვეული კიდევ ერთი ჯარისკაცი 21 წლის ლევან ნათათრალაშვილი გარდაიცვალა. მანამდე თავდაცვის სამინისტროს უფლისციხის სამხედრო ნაწილში გაუფრთხილებლობით იქნა მოკლული 19 წლის გიორგი მუმლაძე.

ნათია დანელიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები