კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მილიონი ლარი რუსთავის ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის - პრეზიდენტის წინასაარჩევნო ტრანსფერი

18 ივლისი, 2012

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

„თქვენთვის კარგი ახალი ამბავი მაქვს“, - ასე მიმართა 13 ივლისს საკრებულოს სხდომაზე საზოგადებას რუსთავის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე კახა ბარათაშვილმა. ახალი და თანაც კარგი ამბავი პრეზიდენტის ფონდიდან რუსთავის ბიუჯეტისთვის 1 მილიონი ლარის ტრანსფერით გადმორიცხვა აღმოჩნდა. 

„ეს თანხა, პრეზიდენტმა რუსთავის ინფრასტრუქტურული ღონიძიებებისთვის გადმოგვირიცხა“, - დააკონკრეტა რუსთავის მერის მოადგილე გიგი ტაბატაძემ.

ტრასფერი რომ დაგეგმილი არ ყოფილა, თვითმმართველობაში არ მალავენ. თამამად და ხაზგასმით ითქვა, რომ ეს კარგი ამბავი ყველასთვის სიახლეა. ასეთი სითამამის მიზეზი კი ისაა, რომ ტრანსფერებთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლით დაწესებული შეზღუდვები მხოლოდ არჩევნების დღის ოფიციალურად გამოცხადებიდან წესდება და არა აქვს მნიშვნელობა, რომ რეალურად წინასაარჩევნო კამპანიები თვეებიის წინ დაიწყო.

საზოგადოებამ არაერთხელ იხილა სხვადასხვა რეგიონებში პედაგოგებთან, მეხანძრეებთან და საჯარო სამსახურში დასაქმებულ სხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებზე ჩასული პოლიტიკური ფიგურები. გარდა ამისა, რადგან საარჩევნო კოდექსი ამის საშუალებას იძლევა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო რესურსები უპრობლემოდ ხმარდება  მმართველი პარტიის რეიტინგის ზრდას. საბიუჯეტო თანხებით განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს  საარჩევნო სუბიექტის - პარტია ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებული პირები ხსნიან. კონკრეტულად, გასულ თვეს,   პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსებული რუსთავის ახალი საცურაო აუზი „არენა“პრეზიდენთან ერთად საზეიმოდ გახსნეს „ნაციონალური მოძარობის“ რეგიონალური მასშტაბის  სახეებმა. 

წინასაარჩევნოდ დაუგეგმავ სოციალურ აქციებს რუსთავის თვითმმართველობაც არ ერიდება. ამის კარგი მაგალითია თვითმმართველობის მიერ გასულ თვეს მოსახლეობისთვის დაუგეგმავად დარიგებული კარტოფილი. 

შესაბამისად, ლეგიტიმურად ჩნდება ეჭვი, რომ დაუგეგმავი ტრანსფერები ქულებს კვლავ მმართველ პარტიას მოუტანს.

„არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე აკრძალულია ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული სახელმწიფო/ადგილობრივ ბიუჯეტში, ასევე - იმ საბიუჯეტო პროგრამების ზრდა, რომლებიც არჩევნებამდე გათვალისწინებული იყო ბიუჯეტით, არაგეგმური ტრანსფერების ინიცირება ან გეგმური ტრანსფერის ზრდა ადგილობრივ ბიუჯეტში“, - ვკითხულობთ საქართველოს საარჩევნო კოდექსის  49-ე მუხლში.

ახალი ამბები