კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეუთოს წარმომადგენელი მედიის საკითხებში საქართველოში შეშფოთებულია

19 ივლისი, 2012

ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩმა 16 ივლისს შეშფოთება გამოხატა „საქართველოში ბოლო კვირების მანძილზე ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის განმეორებითი ფაქტების გამო“ და საქართველოს ხელისუფლებას ამ ფაქტების ზედმიწევნით გამოძიებისკენ მოუწოდა.

„ჟურნალისტებს დაუბრკოლებლად მუშაობის საშუალება უნდა ჰქონდეთ, მიუხედავად იმ მედია საშუალების პოლიტიკური ინტერესისა, რომელსაც ისინი წარმოადგენენ. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა იმის უზრუნველყოფა, რომ მედიის წარმომადგენლებმა თავიანთი პროფესიული მოვალეობების შესრულება ძალადობის შიშის ან სხვა რაიმე ფორმით დაბრკოლების გარეშე შეძლონ“, – ნათქვამია მიატოვიჩის განცხადებაში.

თორმეტზე მეტი ადამიანი დაშავდა ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ აქტივისტებს და ხელისუფლების მხარდამჭერებს შორის 12 ივლისს სოფელ კარალეთში მომხდარი დაპირისპირების დროს. ათი მათგანი ჟურნალისტია, რომელთა შორის არიან ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ და სააგენტო „ინფო–9“–ს ჟურნალისტები, ასევე ტელეკომპანია „თრიალეთის“ ჟურნალისტები, რომლის მეწილე „მეცხრე არხიც“ არის და საინფორმაციო სააგენტოს „შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის“ ჟურნალისტები. იყო სხვა შემთხვევებიც, რომლის დროსაც ამ მედია საშუალებების ჟურნალისტები დევნის შესახებ იტყობინებოდნენ, მათ შორის 26 ივნისს მერეთში მომხდარი დაპირისპირებისას. კარალეთის  ინციდენტთან დაკავშირებით 6 ადამიანი დააკავეს და 15–დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს; ერთ–ერთი მათგანი ჟურნალისტზე თავდასხმის გამო იქნა დაკავებული.

მაისში ეუთოს წარმომადგენელს მედიის თავისუფლების საკითხებში საქართველოს მთავრობასთან მიმოწერა ჰქონდა ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის და დევნის შემთხვევებთან დაკავშირებით.

„მე შეშფოთებული ვარ ამ ინციდენტების გამო და ვიმედოვნებ, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ შეცვალოს ეს შემაშფოთებელი ტენდენცია“, – ნათქვამია მიატოვიჩის განცხადებაში.

თავის განცხადებაში მან ასევე წამოწია ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ შემოტანილი, დაახლოებით, 10 000 სატელიტური ანტენის დაყადაღების საკითხი და იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება უარყოფითად არ აისახება მაყურებელთა უფლებაზე თავისუფლად მიიღონ ინფორმაცია.

სივილ ჯორჯია

ახალი ამბები