კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმარი აცხადებს, რომ მისი წერილები ადრესატამდე არ მიდის

20 ივლისი, 2012

ადამიანის უფლებათა ცენტრს კიდევ ერთმა პატიმარმა მიმართა ჩივილით, რომ მის მიერ გაგზავნილი წერილები და განცხადებები ადრესაყამდე არ მიდის.

„ძალიან ბევრი განცხადება მაქვს გაგზავნილი სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებებში, ციხის ადმინისტრაცია რეგისტრაციის ნომრებსაც მაძლევს, რომლებიც ჩემს განცხადებებს მიანიჭეს რეგისტრაციაში გატარების დროს. თუმცა, დედაჩემი როცა მიდის იმ უწყებებში, სადაც განცხადებები უნდა მისულიყო, ირკვევა, რომ არც ერთი ჩემი განცხადება არ არის მისული არც ერთ ადრესატამდე“, - განაცხადა რუსთავის #6 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მყოფმა პატიმარმა გოდერძი კიკნაძემ ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტთან, ეკა ქობესაშვილს შეხვედრის დროს.

ეკა ქობესაშვილთან საუბრისას ციხის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პატიმარს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია, რადგან მათ წესისა და რიგის მიხედვით გაატარეს რეგისტრაციაში პატიმრის განცხადებები და გაუგზავნეს ადრესატს. ხოლო სად ქრება შემდეგ ეს წერილები და რატომ არ მიდის დანიშნულების ადგილას, ადმინისტრაციას პასუხი არა აქვს.

Humanrights.ge

ახალი ამბები