კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მედია ჯგუფი“ სამტრედიაშიც გამოჩნდა

26 ივლისი, 2012
23 ივლისს სამტრედიაში, „ქართული ოცნების“ წევრის, კახი კალაძის სახლთან  ინციდენტი მოხდა. იმ დროს, როცა კახი კალაძე სახლში იმყოფებოდა, იქვე „მედია ჯგუფის“ წარმომადგენლები რამდენიმე კამერით და მიკროფონით გამოჩნდნენ. 

თვითმხილველების თქმით, კალაძის სახლთან მალევე  „ინფო 9“-ის კამერაც გამოჩნდა. კადრებში, რომელიც გვიან ღამით გავრცელდა, კარგად ჩანს, თუ როგორ მიმართავენ „ინფო 9“-ის ოპერატორს „მედია ჯგუფის“  წევრები. „მედია ჯგუფის“ ჟურნალისტი დაინტერესდა, ვისი დავალებით იყო მისული ოპერატორი და წარმოადგენდა თუ არა  „ქართული ოცნების“ პრესსამსახურს. 

კალაძის მეზობლებმა „მედია ჯგუფის“ წარმომადგენლებს ურჩიეს, სახლის მიმდებარე ტერიტორია დაეტოვებინათ. „ჩვენ სიმშვიდე გვჭირდება და არ არის საჭირო აქ ამდენჯერ მოსვლა. მე ამათ ადგილზე ჟურნალისტობას არ ვისურვებდი. ასეთი ფაქტი უკვე მეორეჯერ მოხდა. დაასვენონ ეს ხალხი და დაგვასვენონ ჩვენც“, - განაცხადეს კალაძის მეზობლებმა.  

მოგვიანებით კომენტარი „ინფო 9“-ის ჯურნალისტს „ქართული ოცნების“ სამტრედიის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახი კალაძემ მისცა. „მედია ჯგუფის“ წევრები სახლის ეზოში შემოვიდნენ, რომელიც დაცვის დახმარებით ეზოდან გამოვიყვანეთ“, - აღნიშნა კალაძემ. 

საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“-ის დირექტორი, მანანა ელიშვილი ამბობს: „ძალიან მინდა, გაირკვეს, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც გუშინ „მედია ჯგუფს“ წარმოადგენდა და ამ ჯგუფის სახელით ჩვენს ოპერატორს კითხვებს უსვამდა. მინდა, ვიცოდე მათი სახელები და გვარები. ეს უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა - როცა „ინფო 9“-ის ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უსლიან. ჩვენ რამდენიმე ინციდენტთან დაკავშირებით სარჩელი შევიტანეთ და არ გამოვრიცხავ, ამ ფაქტთან დაკავშირებით კიდევ მივმართოთ სამართალდამცავ სტრუქტურებს“. 

მარი ტაბიძე, სამტრედია

ახალი ამბები