კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უგზოობა და უგაზობა გვიშტიბში

27 ივლისი, 2012
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბის მაცხოვრებლები სოფელში უგზოობის პრობლემით არიან შეწუხებული. „სოფლის შიდა გზები ისეა დაზიანებული, რამდენიმე ადგილას გადაადგილება შეუძლებელია. პრეზიდენტის გამოგზავნილი ფული კი ჩვენამდე არ აღწევს“, - აცხადებენ გვიშტიბელები.

სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში გამოყოფილი თანხის ათვისება წელს ჯერ კიდევ არ დაწყებულა. სოფელ გვიშტიბის რწმუნებული ჭაბუკი შვანგირაძე ამბობს: „პროექტის განხორციელება მომავალი თვიდან დაიწყება. ჩვენ ამ ეტაპზე გავაკეთეთ ხარჯთაღრიცხვა და აღმოჩნდა, რომ სოფლის სამ ქუჩაზე ინერტული მასის დაყრა აუცილებელია, რათა ხალხმა გადაადგილება შეძლოს. ეს დაახლოებით გზის ოთხ-ხუთკილომეტრიანი მონაკვეთია, რომელიც სრულად უნდა მოიხრეშოს. ამ სამუშაოების შესრულებისთვის კი სოფლის განვითარების პროექტიდან 25 000 ლარი დაიხარჯება“.

თუმცა, ვინ შეასრულებს სამუშაოს, ამ ეტაპზე რწმუნებულისთვის ცნობილი არ არის. როგორც თავად ამბობს, ტენდერი სამუშაოს შესრულებაზე უახლოეს დღეებში გამოცხადდება და გამარჯვებულის გამოვლენისთანავე, მუშაობაც დაიწყება. სამუშაოს შესრულებაზე პასუხისმგებლობა სრულად გამარჯვებულ კომპანიას დაეკისრება,   ხოლო სამუშაო პროცესს ზედამხედველობას სოფლის დეპუტატი და რწმუნებული გაუწევს.

უგზოობა გვიშტიბელებისთვის ერთადერთი პრობლემა არ არის. ისინი ბუნებრივი აირის დროულ მიწოდებასაც ითხოვენ.  „გაზის მილები სამი წელია, ქუჩაში ყრია. ნაწილი, არ ვიცი, გაყიდეს თუ აჩუქეს, მაგრამ სოფელ თერნალს კი მისცეს. ახლა თერნალელებს გაზი აქვთ და ჩვენ კიდევ მის მოლოდინში ვართ“, - გვითხრა ერთ-ერთმა გვიშტიბელმა. 

როგორც გაირკვა, გვიშტიბი ბუნებრივი აირით SOCAR-მა უნდა უზრუნველყოს. ჩვენ შევეცადეთ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან დაკავშირება, თუმცა, მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. სოფელ გვიშტიბის რწმუნებული ჭაბუკი შვანგირაძე იხსენებს, რომ SOCAR-ის წარმომადგენლები 5-6 თვის წინ იყვნენ სოფელში, დაათვალიერეს და აზომეს ის ადგილები, სადაც გაზის მილები უნდა გაიყვანონ და მის მერე სოფელი სამუშაოების გაგრძელებას ელოდება. 

მარი ტაბიძე, წყალტუბო

ახალი ამბები