კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გუბერნატორმა „ოცნების“ მხარდამჭერების მასპინძლობის გამო მამიდაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა

27 ივლისი, 2012
კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი ანიკო ირემაშვილი, რომელიც მისი მამიდაშვილია, სამსახურიდან გაათავისუფლა. 

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ვაზისუბნის ტერიტორიულ ორგანოში განუცხადეს, ანიკო ირემაშვილს დაბადების დღეზე მიწვეული ჰყავდა მეგობრები, რომლებიც ამჟამად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან. „ეს ამბავი გუბერნატორმა გაიგო. ღვინიაშვილს დაურეკეს, შენი ნათესავი სახლში ივანიშვილის ხალხს აქეიფებს და მიხედეო, მან კი ბრძანება გასცა სამსახურიდან დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთო. სოფლის რწმუნებულმაც სამსახურიდან გაუშვა. საკუთარი კარიერის გამო მამიდაშვილი არ დაინდო“, – აღნიშნეს ვაზისუბნელებმა.

ვაზისუბნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მალხაზ სოლომნიშვილის განცხადებით, რა გახდა ანიკო ირემაშვილის გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი, არ იცის.

„ავადმყოფობის გამო მე თვითონ დავწერე განცხადება და წამოვედი დროებით, თანაც დავისეტყვე და არ მცალია. ჩემს განცხადებას ალბათ დააკმაყოფილებდნენ. დაბადების დღე არ მქონია, მსგავსი არაფერი ყოფილა“, – განუცხადა ანიკო ირემაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

არაერთი მცდელობის მიუხედავად კახეთის საინფორმაციო ცენტრი გუბერნატორს ვერ დაუკავშირდა. ღვინიაშვილმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები