კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტიქიიდან მეორე დღეს გურჯანის გამგეობამ თავისთვის 81 200 ლარის ავეჯის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა

30 ივლისი, 2012
კახეთში მომხდარი მასშტაბური სტიქიიდან მეორე დღეს, რომლის შედეგადაც სოფლებში ხალხს საკვები არ აქვს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საოფისე ავეჯის და ინვენტარის, სულ 81 200 ლარის საქონლის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სატენდერო განცხადებების მიხედვით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა შემდეგი ნივთების შეძენას აპირებს:  10 ურნა შიდა მოხმარებისათვის, 15 ურნა გარე მოხმარებისათვის, 6500 ლარად;  12 ბაღის სკამი, 7200 ლარად; 240 ტრიბუნის სკამი, 7200 ლარად; 8 საოფისე სავარძელი გორგოლაჭებზე, 2 მისაღების სავარძელი გორგოლაჭებზე, 2100 ლარად; 5  მეტალის ოთხადგილიანი მოსაცდელი ტყავის საზურგითა და დასაჯდომით, 4500 ლარად; 74 გასახდელი კარადების ჩიპი, 74 ალუმინის საკეტი, 19000 ლარად. 7 ლამინატის მაგიდა, 1  ჟურნალის მაგიდა, 4  სასადილო მაგიდა, 1  სამზარეულოს მაგიდა თავისი სათავსოებით, 1 ბარის მაგიდა, „სტოიკა“, 2  არქივის კარადა, 2 მაღაზიის სტელაჟი, 5 ტანსაცმლის ჩამოსაკიდი სადგამი, 8 კარადა, 8 გასახდელის სკამი, 16 სასადილო სკამი, 1 ნაჭრის სამეული ერთი სამადგილიანი და ორი ერთადგილიანი სავარძლით, 34 700 ლარად.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი გასარკვევად, თუ რა აუცილებლობას შეადგენდა სტიქიიდან მეორე დღეს 81 200 ლარის ავეჯის შესყიდვზე ტენდერის გამოცხადება, გურჯაანის მუნციპალიტეტის გამგებელს დავით მესხიშვილს დაუკავშირდა.

„როგორ ფიქრობთ, სტიქია რადგან მოხდა, ყველანაირი მუშაობა უნდა შევაჩეროთ? ძალიან გთხოვთ, თუ უფრო მნიშვნელოვანი საქმე არა გაქვთ, იქნებ, არ შემაწუხოთ და საშუალება მომცეთ, რომ ვიმუშაო. დაზარალებულ მოსახლეობას ვხვდები და პრობლემებს ვისმენ“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს დავით მესხიშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები