კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„არჩევნის თავისუფლებისთვის“ მიერ მოპოვებულ პოლიციელის მეხსიერების ბარათში მოსახლეობის შესახებ ინფორმაციაა ჩაწერილი

30 ივლისი, 2012
კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ წარმომადგენლებმა მოიპოვეს ლანჩხუთის რაიონის პოლიციის თანამშრომლის, შმაგი ურატაძის მეხსიერების ბარათი, რომელზეც მოსახლეობის შესახებ ინფორმაციაა ჩაწერილი. 

როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე კოალიციის წევრის, "რეგიონული მედიის ასოციაციის" ხელმძღვანელმა ია მამალაძემ განაცხადა, პოლიციელის ბარათზე ჩაწერილია სოფლების - აცანასა და ჯურუყვეთის მოსახლეობის სია, თუ სად არიან ისინი დასაქმებულები, რა ბიზნესს აწარმოებენ, რომელ პოლიტიკურ პარტიას უჭერენ მხარს და რომელი სამაუწყებლო კომპანიის სატელიტური თეფში აქვთ დამონტაჟებული. 

„ამ მასალით ირკვევა, რომ პოლიცია სასამართლოს სანქციის გარეშე აწარმოებს თვალთვალს და აგროვებს ინფორმაციას სოფლებში მცხოვრები მოქალაქეების პოლიტიკური შეხედულებების, ოპოზიციის ადგილობრივი ლიდერების, საჯარო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების თაობაზე. გვაქვს საფუძლიანი ეჭვი, რომ პოლიციელი უროტაძე სოფელ აცანაში ამ სამუშაოს ასრულებდა არა საკუთარი ინიციატივით, არამედ, ხელმძღვანელობის დავალებით“, - განაცხადა ია მამალაძემ და დასძინა, რომ მეხსიერების ბარათში ინახება პოლიციელ ბენდელიანის მიერ სოფელ ჯურუყვეთის მოსახლეობის შესახებ ინფორმაციები.

კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ წარმომადგენლის, ირაკლი მელაშვილის ინფორმაციით, რეგიონებში სამართალდამცავები პოლიტიკურ პოლიციელებად არიან გადაქცეულები, რომლებსაც დავალებული აქვთ მოსახლეობის პოლიტიკური შეხედულებების შესწავლა, რაც საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევაა.

მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს უწყებათაშორისი კომისიისთვის მიმართვის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სასწრაფოდ გამოძიება დაიწყოს.

„ბუნებრივია, შეუძლებლად მიგვაჩნია ასეთი გამოძიების ჩატარება დაევალოს სამართალდამცავ ორგანოებს, რადგანაც ზემოაღნიშნულ ინფორმაციაში საუბარია სწორედ მათ უკანონო, ანტიკონსტიტუციურ საქმიანობაზე. დარწმუნებული არ ვართ, რომ სამართალდამცავი ორგანოებისთვის ელექტრონული ჩიპის გადაცემის შემთხვევაში არ მოხდება მასზე არსებული ინფორმაციის განადგურება ან შეცვლა“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები