კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დავით ბაქრაძე კუხის მოსახლეობას გზის აღდგენას დაპირდა

31 ივლისი, 2012
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე 30 ივლისს ხონის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა. იგი სოფელ კუხში მოსახლეობას შეხვდა, სადაც დაზღვევის ახალ სისტემაზე და სოფლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ისაუბრა.  

კუხს ბუნებრივი აირი არა აქვს და შიდა გზებიც მოუწესრიგებელია. სოფელში ასევე სრულიად მოშლილია სარწყავი არხების სისტემა, რაც გლეხებს მეურნეობაში პრობლემებს უქმნის. პარლამენტის თავჯდომარემ კუხს მოშლილი სარწყავი არხებისა და მოუწესრიგებელი სოფლის გზის აღდგენის პირობა მისცა.  

სოფლის მცხოვრებლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ სოფელ ნახახულევში ხის გადამამუშავებელი და ავეჯის დამამზადებელი საამქრო დაათვალიერა, სადაც 45 ადგილობრივია დასაქმებული. 

ვარაუდობდნენ, რომ პარლამენტის თავჯდომარე „ნაციონალური მოძრაობიდან“ ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დაასახელებდა, მაგრამ მოლოდინი ამაო აღმოჩნდა. „ამ საკითხზე პარტიაში მსჯელობენ. ჯერ კიდევ კანდიდატზე არ შევჯერებულვართ“, - განაცხადა დავით  ბაქრაძემ.

მარი ტაბიძე, ხონი

ახალი ამბები