კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ამომრჩეველთა ლიგა“ ხელისუფლებას მოუწოდებს, საჯარო გახდეს ამომრჩეველთა ერთიანი სია

31 ივლისი, 2012
 
„ამომრჩეველთა ლიგა“ ხელისუფლებასა და ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიას მოუწოდებს, საჯარო გახდეს ამომრჩეველთა ერთიანი სია. 

„რამდენიმე საათის წინ საზოგადოება გახდა მომსწრე ხელისუფლების მორიგი ფარსის, პარლამენტის თავმჯდომარის და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების შესრულებით“, - განუცხადა ჟურნალისტებს „ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, კოკა გუნცაძემ. 

გუნცაძის განცხადებით, საზოგადოებას, ქართველ ხალხს აინტერესებს ძალიან მკაფიო პასუხები კითხვებზე, რამდენი ამომრჩეველია საქართველოში, რამდენი ამომრჩეველია გასული საქართველოს საზღვრებს გარეთ და რამდენი გვარია მიწერილი და დაუდგენელი. 

„თუ ამ კითხვებზე არ იქნება პასუხები გაცემული, ნათელი იქნება, რომ ხელისუფლება ემზადება მორიგი ფართომასშტაბიანი ფალსიფიკაციისთვის და ამაში მონაწილეობის მიღებას არ ვურჩევდით არავის", - განაცხადა გუნცაძემ. 

მისივე თქმით, „ამომრჩეველთა ლიგა“ 1 აგვისტოს გამართავს სპეციალურ ბრიფინგს, სადაც მათ მიერ ჩატარებული ალტერნატიული „კარდაკარის“ მონაცემებს შეაჯამებს და შესაბამისი ინიციატივებით გამოვა. 

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიამ, რომელსაც მამუკა კაციტაძე ხელმძღვანელობს, მუშაობის შედეგების პრეზენტაცია 31 ივლისს გამართა. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, სრული სახით სია 15 სექტემბერს იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა, საარჩევნო სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიამ კარდაკარის პრინციპით 3 483 142 ამომრჩეველი შეამოწმა. როგორც კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, კარდაკარის პრინციპით შემოწმებისას გარდაცვლილი აღმოჩნდა 25 949 ამომრჩეველი, საზღვარგარეთ იმყოფება 291 871 ამომრჩეველი, რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილია 132 156, შიდა მიგრაციაშია 649 839, ხოლო კონტაქტი ვერ დამყარდა 183 621 ამომრჩეველთან.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები