კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაკავებულმა მამის დაკრძალვაზე დასწრების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო

31 ივლისი, 2012
 კახეთის საინფორმაციო ცენტრი

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა ილია სულიაშვილმა, რომელიც სიღნაღის დროებითი მოთავსების იზოლატორში ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფება და პატიმრობის ვადა 5 აგვისტოს უმთავრდება, მამის დაკრძალვაზე დასწრების მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყო.

როგორც ადვოკატმა თედო კობახიძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, სიღნაღის დროებითი მოთავსების იზოლატორის უფროსი გიორგი კობიაშვილი ილია სულიაშვილის მამის დაკრძალვაზე გაშვებასთან დაკავშირებით შუამდგომლობის ჩაბარებაზე გუშინ მთელი დღის განმავლობაში უარს აცხადებდა.

„ილია სულიაშვილმა გუშინ გამოაცხადა შიმშილობა. მან მამის გარდაცვალების შესახებ გუშინ, ჩვენი ადვოკატისგან შეიტყო. მთელი ამ დღეების განმავლობაში, მას იზოლატორის თანამშრომლებმა და უფროსმა გიორგი კობიაშვილმა მამის გარდაცვალების შესახებ არ აცნობეს. გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ილიას და, ირმა სულიაშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორის კართან იმყოფებოდა, რომ  შუამდგომლობა ჩაებარებინა, რათა ილია სულიაშვილისთვის მამის პანაშვიდზე და დაკრძალვაზე დასწრების ნება დაერთოთ, მაგრამ გიორგი კობიაშვილმა შუამდგომლობა მანამდე არ ჩაიბარა, სანამ თბილისიდან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ ჩამოვედით. შსს გენინსპექციას საჩივრით უკვე მივმართე, რადგან გიორგი კობიაშვილი თანამდებობას ბოროტად იყენებს,“ – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თედო კობახიძემ.

ილია სულიაშვილის მამა, 64 წლის თამაზ სულიაშვილი 26 ივლისს, ნერვიულობის ნიადაგზე გარდაიცვალა. გარდაცვლილის მეზობლების თქმით, თამაზ სულიაშვილი შვილის უსამართლოდ დაპატიმრებას ძალიან განიცდიდა, რის გამოც ინფარქტი მიიღო და დაიღუპა. გარდაცვლილს დღეს დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ „ქართული ოცნების“ პროგრამა „კარდაკარის“ რეგისტრატორი ილია სულიაშვილი 1 ივლისს დააკავა. ის წვრილმანი ხულიგნობის ჩადენაში დაადანაშაულეს და სასამართლომ 35 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ილია სულიაშვილს სხეულის დაზიანებები აღენიშნებოდა. მას პოლიციაში სოფელ ჩალაუბანში მცხოვრებმა გიორგი და ლალი ფრიდონაშვილებმა უჩივლეს. 

მათი თქმით, სულიაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენათ. თავად სულიაშვილი კი აცხადებს, რომ თავს სამი უცნობი პირი დაესხა და „ქართული ოცნებასთან“ თანამშრომლობის გამო ცემეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გიორგი და ლალი ფრიდონაშვილები კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის ნათესავები არიან. ჩალაუბნიდან არის კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი. ამ სოფელში ცხოვრობენ მისი მშობლები.

ახალი ამბები