კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩარგალში ივანიშვილთან შეხვედრის გამო მოქალაქეები პოლიციაში დაიბარეს

1 აგვისტო, 2012
 
რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც 14 ივლისს, ვაჟაობისთვის, დუშეთის რაიონის სოფელ ჩარგალში ჩასულ ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ და ხელი ჩამოართვეს, ჟინვალის პოლიციაში დაიბარეს.

„14 ივლისს ვაჟაობა იყო. ბიძინა ივანიშვილი იყო ჩამოსული. ჩარგალში ვცხოვრობ და დავინტერესდი. ბიძინა რომ მოვიდა, რამდენიმე ადამიანს ხელი ჩამოართვა, მოგვესალმა, მივესალმეთ. ღონისძიებებს დავესწარი, მერე ჩვეულებრივ სახლში დავბრუნდი. 4 დღის შემდეგ სახლში ჟინვალის პოლიციის თანამშრომელმა მომაკითხა, პოლიციაში ხარ დაბარებულიო. გასულ კვირას ვიყავი პოლიციაში. მითხრეს, იქ რა გინდოდაო. უხეშად იქცეოდნენ. გვარი – სახელი არ უთქვამთ ვინ იყვნენ, პოლიციის ფორმა ეცვათ და გასაუბრებაც პოლიციის განყოფილებაში შედგა. მითხრეს, რომ სადაც ივანიშვილი იქნება, იქაურობას ახლოს არ უნდა გავეკარო, თორემ მეც და ჩემს შვილსაც პრობლემა შეგვექმნება, საპროცესოთიც ვერ გახვალთ გარეთო“, – განუცხადა მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს ჩარგალში მცხოვრებმა ერთ–ერთმა მამაკაცმა.
 
მასთან პოლიციის თანამშრომლის ვიზიტი და პოლიციაში დაბარების ფაქტი მამაკაცის ოჯახის წევრებმაც დაადასტურეს.
 
მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი ჟინვალის პოლიციას დაუკავშირდა, სადაც კომენტარი არ გააკეთეს.
 
შეგახსენებთ, რომ მანამდე პოლიციაში დაიბარეს კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, რომლებმაც პირველ ივლისს, მცხეთაში გამართულ აქციაში მიიღეს მონაწილეობა. „ქართული ოცნების“ დუშეთის შტაბის უფროსის დოდო ჩოხელის განცხადებით, სოფელ ქვეშეთის სკოლის დირექტორი კამილა ხევსურიშვილი კოალიციის მხარდამჭერებს სკოლიდან ბავშვების გარიცხვით დაემუქრა.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები