კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაკავებული ილია სულიაშვილი მამის დაკრძალვაზე რამდენიმე წუთით მიიყვანეს

1 აგვისტო, 2012
 
კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრს ილია სულიაშვილს, რომელიც სიღნაღის დროებითი მოთავსების იზოლატორში ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფება, რამდენიმე წუთით მამის დაკრძალვაზე დასწრების უფლება მისცეს. „ქართული ოცნების“ გურჯაანის შტაბის ხელმძღვანელის კაკო ბეგაშვილის თქმით, ილია სულიაშვილი დაკრძალვაზე ხელბორკილებით და გაძლიერებული დაცვის თანხლებით მიიყვანეს.

„დაკრძალვამდე დაახლოებით 10 წუთით ადრე მოიყვანეს ილია ხელბორკილებით და გაძლიერებული დაცვით, საფლავზეც წამოიყვანეს და მალევე იზოლატორში დააბრუნეს“, – აღნიშნა კაკო ბეგაშვილმა.

მამის დაკრძალვაზე დასწრების მოთხოვნით ილია სულიაშვილმა გუშინ შიმშილობა დაიწყო.

ილია სულიაშვილის მამა, 64 წლის თამაზ სულიაშვილი 26 ივლისს, ნერვიულობის ნიადაგზე გარდაიცვალა.გარდაცვლილის მეზობლების თქმით, თამაზ სულიაშვილი შვილის უსამართლოდ დაპატიმრებას ძალიან განიცდიდა, რის გამოც ინფარქტი მიიღო და დაიღუპა. გარდაცვლილი 31 ივლისს დაკრძალეს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები