კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციის თანამშრომელი „ქართული ოცნების“ წევრებს დაკავებით დაემუქრა

1 აგვისტო, 2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში მცხოვრები აკაკი ტალიაშვილი სიღნაღის პოლიციის წნორის ქვეგანყოფილების თანამშრომელს გიორგი ბეგიაშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს.

„უბნის რწმუნებული გიორგი ბეგიაშვილი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ „ქართული ოცნება“ უნდა დავტოვო და ივანიშვილის ხალხს საერთოდ თავი უნდა დავანებო. თუ პარტიიდან არ გამოხვალ, რაღაცეებს გაბრალებენ და პრობლემები შეგექმნებაო. ვკითხე, რას მაბრალებენ მეთქი და მიპასუხა, წისქვილიდან ხორბალი და ფქვილია დაკარგული და პარტიიდან დროზე თუ არ გახვალ, შენი საქმე ცუდად იქნებაო“, – განუცხადა აკაკი ტალიაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ მეუღლის ნანა მოსაშვილის თანამშრომლობის გამო დაკავებით დაემუქრნენ სოფელ ვაქირში მცხოვრებ შალვა მოსაშვილსაც. მისი თქმით, ზეწოლა სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატის ნუგზარ აბულაშვილის დავალებით განხორციელდა.

„რამდენიმე დღის წინ, ჩემმა მეუღლემ ნანა მოსაშვილმა მუშაობა დაიწყო „ქართულ ოცნებაში“, კარდაკარის პროგრამაში. სამი დღის შემდეგ მომიგზავნეს ხალხი და მითხრეს, მეუღლე „ქართული ოცნებიდან“ გამოიყვანეო, რაზეც უარი ვუთხარი. მერე კიდევ რამდენიმე კაცი მოგზავნეს და მემუქრებოდნენ, დაგიჭერთო. ორმა ადამიანმა მითხრა, პირადად ნუგზარ აბულაშვილმა გამოგვგზავნა, უთხარით, გაჩერდესო,“ –აღნიშნა შალვა მოსაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი პოლიციის თანამშრომელს გიორგი ბეგიაშვილს ვერ დაუკავშირდა, დეპუტატმა ნუგზარ აბულაშვილმა კი აღნიშნა, რომ შალვა მოსაშვილზე ზეწოლის შესახებ არაფერი იცის. „არ მაინტერესებს, მე საქმის კურსში არა ვარ და ვინც გეუბნებათ მაგას, იმას ჰკითხეთ რა“, – განუცხადა ნუგზარ აბულაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები