კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამტრედიელები ხიდის აშენებას ითხოვენ

2 აგვისტო, 2012
1 აგვისტოს სამტრედიის გამგეობის წინ პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან ბუაძემ ბრიფინგი გამართა. „მემარჯვენეები“ სოფელ ახალსოფელთან ხიდის აშენებას ითხოვენ, რადგან აქაურ გლეხებს მიწის ნაკვეთების დასამუშავებლად მდინარე რიონის გადალახვა ბორანით უწევთ. მდინარის ადიდების შემთხვევაში კი მისი გადალახვა შეუძლებელია, რის გამოც გლეხებმა 60 კილომეტრის შემოვლითი გზა უნდა გაიარონ.

„ხელისუფლება მთელ ქვეყანაში საჩვენებელი შენობების, შადრევნებისა და დეკორატიული შუშის ხიდების აგებითაა დაკავებული. ხოლო ხალხის ყოფის შესამსუბუქებლად და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ხიდის აშენება ავიწყდება“, - განაცხადა ლევან ბუაძემ. 

ეს პრობლემა არც სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობას არ დაუყენებია ხელისუფლების წინაშე. „მემარჯვენეებმა“ კი თანხების დაუყონებლივ გამოყოფა მოითხოვეს ხიდის ასაშენებლად, რათა ხუთი სოფლის 4 000 კომლს უსაფრთხოდ და ზედმეტი დანახარჯების გარეშე შეეძლოს კუთვნილი მიწების დამუშავება.

მარი ტაბიძე, სამტრედია

ახალი ამბები