წყალტუბოში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად აკაკი ბობოხიძე წარადგინა
03.08.2012
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“, აკაკი ბობოხიძე მომავალ პარლამენტში მოსახვედრად კენჭს წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან იყრის. ბობოხიძე 2 აგვისტოს წყალტუბოს გამგეობის შენობაში არაოფიციალურად წარადგინეს. იგი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ და პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა წარუდგინა.
კაკო ბობოხიძე ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატია. მანამდე იმერეთის მხარის გუბერნატორი იყო. თუმცა, მისი სადეპუტატო მანდატის ისტორია მშობლიურ ხონის მუნიციპალუტეტს უკავშირდება. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბობოხიძე ხონის მუნიციპალიტეტში ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანიდატი იქნებოდა „ნაციონალური მოძრაობიდან“, თუმცა, მოულოდნელად წყალტუბოს მუნიციპალიტეტში წარადგინეს.
ცნობილია, რომ აკაკი ბობოხიძის კონკურენტები წყალტუბოში „ახალი მემარჯვენეების“ კანდიდატი გოგა ასათიანი, ხოლო „ქართული ოცნებიდან“ პაატა ზაქარეიშვილი იქნება.
მარი ტაბიძე, წყალტუბო
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას