კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ინციდენტი ჩანთლისყურეში – „მე ვარ მიხეილ სააკაშვილის ქალი“

6 აგვისტო, 2012

6 აგვისტოს ინციდენტი მოხდა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანთლისყურეში. იმ დროს, როდესაც ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ სოფელში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით ქევხიშვილი ამომრჩეველს ხვდებოდა, შეხვედრაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები მივიდნენ და სააგენტო „ინფო9“–ის ჟურნალისტს გადაღების შეწყვეტა მოსთხოვეს.

„მე მოვედი, მე საქართველო რომ მიყვარს და მე ვარ მიხეილ სააკაშვილის ქალი. მიხეილ სააკაშვილს უნდა მისცეს ჩვენმა სოფელმა, ხალხმა და ყველამაც.  ყველა ვინც არიან აქა, თუ არ მისცემენ, მერე გავიგებ და სიას დავწერ და მერე ნახავენ“, – განაცხადა მმართველი პარტიის მხარდამჭერმა ქალბატონმა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო მაისური ეცვა. კომენტარის შემდეგ მან „ინფო9“–ის კორესპონდენტს ნინო ხუციშვილს გადაღების შეწყვეტა მოსთხოვა. „მორჩა ბაზარი. მორჩა ეხლა, დახურეთ თქვენი ის“, – აღნიშნა ქალბატონმა. მასთან ერთად მყოფი ქალები „ინფო9“–ის ოპერატორს გადაღებაში ხელს უშლიდნენ და ცდილობდნენ კამერის ობიექტივზე ხელი აეფარებინათ.
 
ვიდეომასალა სააგენტომ „ინფო9“ გაავრცელა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები