კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტიკური წმენდა ყაზბეგში

7 აგვისტო, 2012

ვახო ჭინჭარაული,
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ყაზბეგში კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები სამსახურებიდან გაათავისუფლეს. როგორც მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნებიდან“ ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მირიან წიკლაურმა განუცხადა, მათ აქტივისტებს, რომლებიც მანქანებით გადაადგილდებიან, ბოლო 10 დღის განმავლობაში პოლიცია აჯარიმებს.

„სამსახურიდან გაათავისუფლეს ჯაბა გომიაშვილი. ეს ის ჯაბა გომიაშვილია, რომელიც 2012 წლის 1 ივლისს სტეფანწმინდის შემოსასვლელთან ბიძინა ივანიშვილს ცხენით დახვდა. მყინვარწვერზეც „ქართული ოცნების“ დროშა მან აიტანა. ამ ამბიდან რამდენიმე დღეში ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. ჯაბა გუდაურში, მაშველად მუშაობდა“, – განუცხადა მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების“ ყაზბეგის შტაბის უფროსის მოადგილე ნონა სუჯაშვილმა.
 
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის გამო გუდაურის ერთ–ერთი სასტუმროდან გაათავისუფლეს გიორგი წამალაიძეც.
 
„განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების გამო დაატოვებინეს სამსახური ყაზბეგის საავადმყოფოს ექთანს, დიანა ავსაჯანიშვილსაც. მეუღლის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ღიად გამოთქმული უკმაყოფილობის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი ციცია ქაწაშვილი. „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის გამო სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადებები დააწერინეს „ლიბერთი ბანკის“ ყაზბეგის ფილიალის რამდენიმე თანამშრომელს, მათ შორის ბანკის ხელმძღვანელს, ნინო ქუშაშვილს. გვაქვს ინფორმაცია, რომ „ლიბერთი ბანკის“ ხელმძღვანელობას სამსახურიდან მათი გათავისუფლება მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა მოსთხოვა. ჩვენს აქტივისტებსა და მხარდამჭერებზე საგანგებო კონტროლს ახორციელებს საპატრულო პოლიციაც. სოლიდური ჯარიმებით მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს აჯარიმებენ“, – აღნიშნა ნონა სუჯაშვილმა.
 
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ღუდუშაურის განცხადებით, გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა ციცია ქაწაშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. „ერთი კვირის წინ დაწერა განცხადება, ბიზნესი აქვთ და წავიდა სამსახურიდან. ზოგიერთები ახალი ხელმძღვანელების დავალებებს ვერ ასრულებენ, მოხუც ხალხს სათანადოდ ვერ ეპყრობიან. რამდენი ვინმე წავა, ხომ არ შეიძლება ყველაფერი ოპოზიციას დავუკავშიროთ?“ – განაცხადა ყაზბეგის გამგებელმა.
 
„ლიბერთი ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დოდო ბოჭორიშვილმა პოლიტიკური ნიშნით ბანკის ყაზბეგის ფილიალიდან თანამშრომლების გათავისუფლების ფაქტი კატეგოტიულად უარყო. „პოლიტიკური ნიშნით ჩვენ არავის ვათავისუფლებთ. არასწორი ინფორმაციაა“, – აღნიშნა დოდო ბოჭორიშვილმა.

ვიდეო

ახალი ამბები