კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დედოფლისწყაროში „ქართული ოცნების“ აქტივისტი დააკავეს

7 აგვისტო, 2012

სამართალდამცავებმა დედოფლისწყაროში კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტი 30 წლის გიორგი ჭინჭარაული დააკავეს.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის უფროსმა ლექსო თამაზაშვილმა განუცხადა, პოლიციის თანამშრომლებმა გიორგი ჭინჭარაული მანქანაში ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე ჩასვეს და პირდაპირ სიღნაღის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

„გიორგი ჭინჭარაული ჩვენი აქტივისტია. დღეს, სოფელ გამარჯვებიდან დედოფლისწყაროში რომ ჩამოვიდა, მარშუტკასთან პოლიციელები ელოდებოდნენ. თვითმხილველების თქმით, პოლიციელებს მოუთხოვიათ, რომ მანქანაში ჩაჯდომოდა, თუმცა არ განუმარტავთ, რატომ უნდა ჩაჯდომოდა მანქანაში. ისიც ჩაუჯდა და სამართალდამცავებმა პირდაპირ სიღნაღში, დროებითი მოთავსების იზოლატორში წაიყვანეს. პოლიციის თანამშრომლები ამბობენ, რომ გიორგი არ დაემორჩილათ და აგინათ, ამიტომ დაუმორჩილებლობის და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო 90 დღით პატიმრობას ითხოვდნენ, მაგრამ ჩვენი ადვოკატი დროულად ჩაერია და გიორგი პატიმრობას გადაურჩა, 400 ლარიანი ჯარიმა დაუწერეს. თვითონაც ამბობს, რომ პოლიციელებთან არანაირი შელაპარაკება არ ჰქონია, მათ შორის არანაირი საუბარი არ ყოფილა გარდა იმისა, რომ სთხოვეს მანქანაში ჩაჯდომოდა“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლექსო თამაზაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები