ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ქდმ–ს მიერ მოსახლეობის გამასპინძლების ფაქტის შესწავლა დაიწყო
07.08.2012
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2012 წლის 31 ივლისს, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ორგანიზებით გურჯაანში, დიდების მემორიალზე, მოსახლეობის გამასპინძლების ფაქტის შესწავლა დაიწყო.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახური საფუძვლიანად შეისწავლის პოლიტიკური სუბიექტის მიერ განხორციელებული საქმიანობის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონთან შესაბამისობის საკითხს და უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე“, – ნათქვამია ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „ქრისტიან – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერები 31 ივლისს, გურჯაანში, დიდების მემორიალზე კახეთის სხვადასხვა რაიონებიდან მარშუტკებით ჩამოყვანილ მხარდამჭერებს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ პარტიამ მემორიალზე შეკრებილ ხალხს მწვადით, კიტრით, პომიდორით, პურით და ღვინით უმასპინძლა.
საარჩევნო საკითხებში ექსპერტის ნინა ხატისკაცის განცხადებით, ამომრჩევლისთვის პარტიის მიერ ნებისმიერი მომსახურების გაწევა, მათ შორის კვებით მომსახურება არის ამომრჩევლის მოსყიდვა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას