კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ელიტა ბურჯის“ იურისტის განცხადებით, პირები, რომლებიც მასზე თავდასხმას ცდილობდნენ, კომპანიის შენობაში იმყოფებიან

8 აგვისტო, 2012

შპს „ელიტა ბურჯის“ იურისტის იმედა ნიკურაძის განცხადებით, პირები, რომლებიც გამთენიისას მასზე თავდასხმას ცდილობდნენ, ამ წუთებში "ელიტა ბურჯის" შენობაში იმყოფებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ იმედა ნიკურაძემ განუცხადა, გამთენიისას, 04:00 საათზე, როდესაც სახლში ბრუნდებოდა, "ელიტა ბურჯის" ოფისიდან ორი ავტომობილი აეკიდა, რომელიც გზის სავალი ნაწილიდან მისი მანქანის გადაგდებას ცდილობდნენ.

„რომ არა ჩვენი მძღოლის სიმარჯვე, ავტომობილი ისეთ მანევრირებას ახორციელებდა, რომ შესაძლებელი იყო გზის სავალი ნაწილიდან გადავეგდეთ. ეს ადამიანები არიან შს სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებსაც არანაირი დოკუმენტი „ელიტა ბურჯში“ შემოსვლისას არ წარმოუდგენიათ“, - განაცხადა იმედა ნიკურაძემ.

მისი თქმით, ეს ადამიანები 6 აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში „ელიტა ბურჯის“ შენობასთან იმყოფებოდნენ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები